რეკლამა
ზუგდიდში დამატებით რვა ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურა მოეწყობა
FaceBook Twitter
E-mail Print

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

გრძელდება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიმართულებით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.

 


ამჯერად ზუგდიდში წყალარინების სისტებმის მოწყობა გრძელდება. ახალი პროექტით, ზუგდიდში დამატებით რვა ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ქალაქ ზუგდიდში დამატებით 2 000-მდე ადამიანი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

რვა ქუჩაზე კანალიზაციის სისტემის მოსაწყობად საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. ტენდერში გამარჯვებულებმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვეში უნდა დაასრულოს. მონაწილეობის მსურველთათვის წინადადების მიღება 28 სექტემბერს დასრულდება.

სამუშაოების ფარგლებში ყაზბეგის, ჯიქიას, ხელაიას, საირმის, ბარამიას, აღმაშენებლის (მიმდებარე ჩიხებით), თავისუფლებისა (მიმდებარე ჩიხებით) და კოსტავას ქუჩებზე წყალარინების ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ასევე, წყალარინების სისტემაში ჩაერთვება სოფელი ინგირში კოლექტორის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.

ქალაქ ზუგდიდში კანალიზაციის სისტემა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა მიმდიანრეობს, შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდება და 54 000 ადამიანს 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.

ასევე, ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს.

წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშოების დროს დაზიანებული გზების რეაბილიტაცია უკვე აქტიურად დაიწყო.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.