რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოთხივე ოჯახს დახმარება გაეწევა
FaceBook Twitter
E-mail Print
დავითიანის ადმინისტრაციულ ერთეულში, დევნილთა კომპაქტური დასახლება, რომელშიც 4 ოჯახი ცხოვრობს, დაიწვა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მიერ ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვითარებას ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა, დევნილთა წარმომადგენლობასთან ერთად გაეცნო. ზუგდიდის მერია დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გაუწევს, ხოლო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ოჯახებს ქირით უზრუნველყოფს.

"მოხდა სამწუხარო ფაქტი, მაგრამ, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ გვაქვს. მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით დაზარალებულ ოჯახებს, დევნილთა სააგენტოსთან ერთად, ბინის ქირით უზრუნველვყოფთ და გავუწევთ ერთჯერად დახმარებას“, - აღნიშნა გიგა ფარულავამ.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.