რეკლამა
ზუგდიდის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა. სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა.

საბავშვო ბაღებს მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა ცენტრის ხელმძღვანელთან ხათუნა თოლორაიასთან ერთად ესტუმრა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სააღმზრდელო დაწესებულებები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.

„სააღმზრდელო დაწესებულებებში განვაახლეთ სასწავლო პროცესი. ვულოცავთ ყველა აღსაზრდელს დღევანდელ დღეს და, პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებთ. მომავალი თაობებისთვის სააღმზრდელო დაწესებულებებში საუკეთესო პირობების შექმნა უპირობო პრიორიტეტია, ამ მიმართულებით მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ვმუშაობთ. საბავშვო ბაღებში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია. გვჯერა, რომ მშობლები გაგებით მოეკიდებიან დაწესებულ შეზღუდვებს და ერთად დგომით დავამარცხებთ covid-19“- აღნიშნა მერის მოადგილემ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განახლება. ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარისა და რუხის სოფლებში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე და სოფელ დარჩელში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე.

„კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში“ საბავშვო ბაღებს დეზინფექცია ჩუტარდა. რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლი ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.