რეკლამა
ზუგდიდის ცენტრალურ გზებზე მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება
FaceBook Twitter
E-mail Print
ქალაქ ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაცია ხორციელდება. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 55 კმ-ია, პროექტის ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.

"ზუგდიდში აქტიურად ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს. წლის ბოლოდმე ზუგდიდში სრულად განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა გვექნება. უსაფრთხო და მოწესრიგებული გზა მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობის კომფორტულად გადაადგილების თვალსაზრისით, ისე რეგიონში დამატებითი სტიმულის გაჩენის მხრივაც, რაც ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და ტურისტულ განვითარებას გულისხმობს"-აღნიშნა ზუგდიდის მერის მოადგილემ.

ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 55 ქუჩაზე მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში რეაბილიტაცია დამატებით 17 ქუჩაზე დაიწყება და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში, საერთო ჯამში, 72 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.

ქ. ზუგდიდში უკვე დასრულდა ლ. ბერიასა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების რეაბილიტაცია, ასევე დასრულდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ტყაია-რიყის გავლით, სოფელ პალურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

ქუჩებზე გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები.

სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.