რეკლამა
ზუგდიდის ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში "კორონავირისის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში" სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. ამჯერად დეზინფექცია ჩაუტარდა ზუგდიდის აგრარულ ბაზარს. დამუშავდა ბაზრის შიდა და გარე პერიმეტრი. სადეზინფექციო სამუშაოებს ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა გაეცნო.

"კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. ამჯერად დეზინფექცია ჩაუტარდა ბაზრის შიდა და გარე ტერიტორიებს, რათა მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

როგორც მოგეხსენებათ, ბაზარში ერთ დღეში 33 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდ -19. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე და, გარდა აუცილებელი საჭიროებისა, თავი შევიკავოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულისგან.

მხოლოდ საზოგადოების ერთად დგომით და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებით შევძლებთ მნიშვნელოვნად შევამციროთ ვირუსის გავრცელების რისკები"-აღნიშნა მერის მოადგილემ

სადეზინფექციო სამუშაოებში ა(ა)იპ "კეთილმოწყობის მართვის ცენტრი, ა(ა)იპ "ზუგდიდდასუფთავება" და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგენგებო სიტუაციების მართვის სამსახური იყო ჩართული.