ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს
გაზიფიცირების სამუშაოები. 2013-2020 წლებში გაზიფიცირებული
აბონენტების რაოდენობამ ჯამურად 21402 შეადგინა. მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები 6 სოფლის (შამადელა,
ოდიში/საჭურღულიოს უბანი, ჯიხაშკარი, ყულიშკარი, ალერტკარში,
ჭკადუაში) ტერიტორიაზე, ხოლო აბონენტების სავარაუდო რაოდენობა 2361-ს
შეადგენს.
2022-2024 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დაემატება 4 დასახლებული
პუნქტი, 1277 აბონენტი, ღირებულება 4,134 მილიონი ლარი.