რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში განცხადებების მიღების წესი შეიცვალა
FaceBook Twitter
E-mail Print
კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საქმისწარმოების ახალ სისტემაზე გადადის. 6 ნოემბრიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეებს განცხადებების შემოტანა 24-საათიან რეჟიმში ელექტრონული ფორმით შეეძლებათ. ხელზე განცხადებების მიღება კი 13:00 საათამდე იწარმოებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნითაა მიღებული.

განცხადებების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

ასევე, მოქალაქეებს საშუალება აქვთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას მომართონ ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემის MSDA-ს ელექტრონული განცხადებების პორტალის MS.GOV.GE-ის გამოყენებით.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ისარგებლოთ საქმისწარმოების ელექტრონული სისტემით და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.