რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტოპარკის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტოპარკი შენდება. ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებს ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნო.

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მალე 25 ახალი ავტობუსი ეყოლება.

„ვაშენებთ ახალ, თანამედროვე სტანდარტის შესაბამის ავტოპარკს, რომლის მსგავსი მუნიციპალიტეტში არასდროს გვქონია. ზუგდიდს უკვე ჰყავს 15 ახალი ავტობუსი და მალე 25 ახალი ავტობუსი დაგვემატება, რომლითაც სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ქალაქში, ისე სოფლებში. პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს გზების მშენებლობა“–აღნიშნა გიგა ფარულავამ.

ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის და აღჭურვილია კლიმატკონტროლის სისტემით. ავტობუსის გაჩერებებზე დამონტაჟდა ელექტრონული ტაბლოები. ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებისთვის საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 194 495 ლარია გამოყოფილი.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.