რეკლამა
ზუგდიდში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ზუგდიდის რამდენიმე სკოლაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სამუშაოებს ახორციელებს.

სრული რეაბილიტაცია უტარდება ყულიშკარის საჯარო სკოლას, რომელშიც წლებია სარემონტო სამუშაოები არ განხორციელებულა. სამუშაოები უკვე დაწყებულია და მოსწავლეები განახლებულ სკოლაში ისწავლიან.

სპორტული დარბაზისა და ფასადის ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო ზუგდიდის N 5 საჯარო სკოლაში.

მალე ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული დარბაზი ექნებათ N 9 საჯარო სკოლის მოსწავლეებს.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ზუგდიდში ასევე დაიწყო პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა.