რეკლამა
სახელმწიფო სამშენებლო კომპანიებისგან დევნილებისთვის ზუგდიდში კიდევ 500-ზე მეტ ბინას შეისყიდის
სახელმწიფო სამშენებლო კომპანიებისგან ზუგდიდში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 500-ზე მეტ ბინას კონკურსის წესით შეისყიდის.

ბინების შესყიდვის მიზნით ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი გამოიყო. საკონკურსო წინადადების მიღება 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გარდა ამისა, ზუგდიდში წლის ბოლომდე ბინა 360 დევნილ ოჯახს გადაეცემა. დამატებით 600 ოჯახისთვის მიმდინარეობს 5 კორპუსის მშენებლობა - სამუშაოები მომდევნო წელს დასრულდება.