რეკლამა
როგორ შევარჩიოთ პლატფორმა ონლაინ გადახდებისთვის
ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება მჭიდროდაა დაკავიშირებული ინტერნეტთან. ონლაინ საიტებს ვიყენებთ როგორს საქმიანი, ასევე გასართობი, სასწავლო თუ საკომუნიკაციო დანიშნულებით. თანამედროვე ტექნოლოგების დახმარებით, განვითარდა ელექტრონული კომერციაც - ინტერნეტით შესრულებული ფინანსური ტრანზაქციები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ამაზე საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მოწმობს - საქართველოში ერთი დღის განმავლობაში ერთ მილიონზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება. ონლაინ გადახდების არსებობა ცხოვრებას ბევრად გვიმარტივებს. მთავარია სწორად შევარჩიოთ პლატფორმა, რომელიც ჩვენთვის მოსახერხებელი, სანდო და უსაფრთხო იქნება. გაინტერესებთ როგორ?

რას ვიხდით ონლაინ

თითოეულ ჩვენგანს უამრავი ფინანსური ვალდებულება გვაქვს. ყოველთვიური გადასახადების სია საკმაოდ გრძელი შეიძლება იყოს, აქ ერთიანდება კომუნალური თუ სატელეკომუნიკაციო დავალიანებები, სკოლის თუ სხვა სასწავლო დაწესებულების გადასახადი, ლომბარდის, დაზღვევის თუ კრედიტის ყოველთვიური შესატანები, სატრანსპორტო თუ სახელმწიფო გადასახადები და ა.შ.

ეს ჩამონათვალი ყველასთვის ინდივიდუალურია თუმცა ყველა მომხმარებელს ერთი საერთო პრობლემა აერთიანებს - სად გადავიხადოთ ეს ყველაფერი მარტივად, კომფორტულად და უსაფრთხოდ. პასუხი ერთია - თიბისი ფეის ონლაინ პლატფორმაზე, სადაც ყველა საჭირო პირობა დაცულია და შესრულებული გადახდები მომენტალურად აისახება.

ერთი სივრცე ყველა გადახდისთვის


თიბისი ფეის სისტემა უნივერსალური, მარტივი და მოსახერხებელი სივრცეა 1000-ზე მეტი კომპანიის 1000-მდე სერვისის ონლაინ გადახდისთვის. აქ შეხვდებით საქართველოში მოქმდეთ თითქმის ყველა კომპანიას. მათი ძებნის გაიოლებისთვის, შემოთავაზებული სერვისები კატეგორიებადაა დაყოფილი. თიბისი ფეის საშუალებით, ნებისმიერი ტრანზაქციის შესრულებას კვირაში 7 დღე, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებთ. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმატი - ვებ გვერდი ან მობილური აპლიკაცია და გადაიხადეთ ყველა გადასახადი ერთ სივრცეში.

თიბისი ფეის ციფრული პლატფორმის მთავარი მიზანი მომხამრებლისთვის ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაა. ამისათვის კი მათ უამრავ საჭირო და სასარგებლო ფუნქციას სთავაზობს. მაგალითად გადასახადების გადახდისას შეგიძლიათ ისარგებლოთ სააბონენტო ნომრის დამახსოვრების ფუნქციით და მომავალში იმავე გადასახადის გადახდისას თავიდან აირიდოთ მონაცემების ხელახლა შეყვანა. ასევე შეგიძლიათ ჩართოთ დავალიანების შესახებ შეტყობინების ფუნქცია და მიიღოთ SMS შეტყობინება როგორც კი თქვენს სააბონენტო ნომერზე დავალიანება აისახება. ასევე შეგიძლიათ შექმნათ ხშირად გამოყენებული სერვისების შაბლონები და დაზოგოთ დრო მომდევნო გადახდისას. გარდა ამისა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოძებნოთ გადახდების ისტორია, მიიღოთ და ამობეჭდოთ ქვითარი ახალ თუ ძველ ტრანზაქციებზე და ამ გზით უკეთ აკონტროლოთ თქვენი ფინანსები.

თუ თანხის გადარიცხვა გნებავთ, ამასაც მარტივად შეძლებთ - მესამე პირისთვის თანხის გადასარიცხად სამი სხვადასხვა გზა არსებობს, აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი -

• გადარიცხვა თანხის მიმღები პირის საბანკო ბარათის 16-ნიშნა ნომრის მითითებით;
• გადარიცხვა მიმღები პირის პირადი ნომრითა და დაბადების თარიღით;
• გადარიცხვა მიმღები პირის მობილური ნომრით.

გადარიცხული თანხა მომენტალურად აისახება. ეს თიბისი ფეის კიდევ ერთი უპირატესობაა - ნუ დაელოდებით სამუშაო დღეებს და საათებს, გადარიცხეთ თანხა ნებისმიერ დროს.

და ბოლოს, ონლაინ გადახდებისას არ დაგავიწყდეთ შეარჩიოთ სანდო და დაცული პლატფორმა. აუცილებელია უსაფრთხოების ზომებზე ყურადღების სათანადო გამახვილება. ნებისმიერი ვებ-გვერდი, ონლაინ შოპი თუ ფინანსური ტრანზაქციების საიტი, სადაც ჩვენი პერსონალური და საბანკო მონაცემები შეგვყვავს, სანდო და უსაფრთხო უნდა იყოს. თიბისი ფეის სისტემა ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს და წარმოადგენს დაცულ სივრცეს, სადაც თქვენს მონაცემებს საფრთხე არ ემუქრება.