რეკლამა
ავტომინი - როცა შენი ბრალი არაფერია
FaceBook Twitter
E-mail Print
ავტოდაზღვევა ის სადაზღვევო პროდუქტია, რომელსაც ყველა მძღოლისთვის მეტი კომფორტი და სიმშვიდე მოაქვს თუმცა მისი შეძენისგან ბევრი თავს იკავებს. ამის მიზეზი კი მრავალია - ზოგს ყველა რისკის დაზღვევა არ სურს, ზოგს ფასი ეძვირება, ზოგს მიაჩნია, რომ თავად ფრთხილი მძღოლია და საავარიო სიტუაციებს არ ქმნის, ზოგსაც მოგვიანებით სადაზღვევო კომპანიასთან ბიუროკრატიული პროცესების გავლა არ ეხალისება. თიბისი დაზღვევის ნაკრები ავტომინი კი ყველა გავრცელებულ მითს ამსხვრევს და მომხმარებელს ინდივიდუალურ, საკუთარ საჭიროებებზე მორგებულ პირობებს სთავაზობს, სადაც შემოთავაზების მთავარი ბაზისი დაზღვეული პირის ბრალეულობის გარეშე მომხდარი შემთხვევების დაზღვევაა, დამატებით დაზღვეულ რისკებს კი მოხმარებელი სურვილის და ბიუჯეტის გათვალისწინებით ირჩევს.

რას აზღვევს ავტომინი

ავტომინი ყველაზე ხელმისაწვდომი, მარტივი და მოქნილი სადაზღვევო ნაკრებია, რომლითაც აზღვევთ სხვისი მიზეზით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევის დროს წარმოქმნილ გაუთვალისწინებელ ხარჯებს. როცა თქვენი ბრალი არაფერია, მაშინ შეგიძლიათ ხარჯების დაფარვა თიბისი დაზღვევას მიანდოთ. ნაკრების ღირებულება მინიმალური 10 ლარიდან იწყება. ანაზღაურების ლიმიტი დამოკიდებულია ავტომობილის ძარის ტიპსა და გამოშვების წელზე. მანქანის მონაცემებიდან გამომდინარე კი ლიმიტი შეიძლება იყოს 5 000 ლარი, 10 000 ლარი ან 20 000 ლარი.

სხვისი ბრალეულობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დაზღვევა ავტომონის საბაზისო პირობაა, ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ დაამატოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დაფარვების ერთი ან რამდენიმე სახე ერთდროულად -

• თქვენ შეგიძლიათ დამატებით შეიძინოთ ხანძრის, აფეთქების, საგნების დაცემის, ვანდალიზმის და ქურდობისგან დაზღვევა.

• თუ გსურთ დაზღვეული გქონდეთ თქვენი ავტომობილის საქარე მინა, მაშინ შეგიძლიათ ნაკრებს ეს დაფარვა დაუმატოთ.

• ნაკრების განვრცობა შეგიძლიათ სტიქიური მოვლენების, მათ შორის სეტყვისა და მიწისძვრის დროს გამოწვეული დაზიანებების დაზღვევით.

• გარდა ამისა, ნაკრებს შეგიძლიათ დაუმატოთ მესამე პირთა მიმართ თქვენი პასუხისმგებლობის დაზღვევაც და ამით მთლიანად გექნებათ დაზღვეული ნებისმიერი სახის ავტოსაგზაო შემთხვევა, ვისი ბრალიც არ უნდა იყოს ის.

ავტომინის უპირატესობები

ავტომინის ნაკრები სხვა ავტოდაზღვევის ნაკრებებისგან რამდენიმე კონკრეტული და მიმზიდველი პირობით გამოირჩევა -

• უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ავტომინი უფრანშიზო დაზღვევაა. ეს კი ნიშნავს, რომ ყველა სადაზღვევო შემთხვევა თქვენი ფინანსური თანამონაწილეობის გარეშე, ლიმიტის ფარგლებში სრულად ანაზღაურდება.

• ავტომინი საშუალებას გაძლევთ ნაკრები ინდივიდუალურად შეადგინოთ, მოირგოთ თქვენს საჭიროებებსა და ბიუჯეტზე. ნუ გადაიხდით ზედმეტად თანხას იმ რისკების დაზღვევაში, რომელსაც საჭიროდ არ თვლით.

• ავტომინის ნაკრების პირობები ვრცელდება ნებისმიერ უფლებამოსილ მძღოლზე, რომელიც არის 21 წელზე მეტის და აქვს მართვის მოწმობა.

ავტომინის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე. თუ თქვენ ავტომობილს მხოლოდ პირადი დანიშნულებით იყენებთ და ამასთან ერთად, თქვენი ასაკი 21-დან 65 წლამდეა, მაშინ თქვენ ყველა იმ პირობას აკმაყოფილებთ, რაც სადაზღვევო ნაკრების შეძენისთვისაა საჭირო. ვებგვერდზე მარტივი ფორმულარის შევსების შემდეგ, პოლისის საბოლოოდ გასააქტიურებლად, აუცილებელია ავტომობილის ფოტოსურათების წარდგენა, თუმცა ამისათვის კომპანიაში ფიზიკურად გამოცხადება საჭირო არ არის. თქვენ შეგიძლიათ ეს საქმე პირველი სადაზღვევო ჩატ ბოტის - ბი ბოტის დახმარებით მოაგვაროთ. და სურათები ფეისბუქ-მესენჯერში გააგზავნოთ.

მართლაც და, რატომ უნდა ინერვიულოთ იმ შემთხვევებზე, რომლებიც თქვენ არ გამოგიწვევიათ? ყველაზე მარტივი დაზღვევა ავტომინი ხომ სწორედ ასეთ რისკებს ფარავს - შეინარჩუნეთ სიმშვიდე თუ თქვენი ბრალი არაფერია.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.