რეკლამა
ბინები ქუთაისში
FaceBook Twitter
E-mail Print
რა ტიპის ბინებს გვთავაზობს უძრავი ქონების ბაზარი ქუთაისში?

საქართველოს უძველესი ქალაქი - ქუთაისი უძრავი ქონების მრავალფეროვანი არჩევანით გამოირჩევა. მისი სიძველიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე ქალაქი მჭიდროდ დასახლებულია. მიუხედავად ამისა, ახალ-ახალი ნაგებობები საკმაოდ სწრაფი ტემპით ემატება ქალაქს, რომელსაც საქართველოს კულტურულ ცენტრსაც უწოდებდნენ. აქ შეხვდებით როგორც მშენებარე, ასევე ძველ და ახალ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებს. დეველოპერული კომპანიები თავის მხრივ ცდილობენ, მყიდველს კეთილმოწყობილი, თანამედროვე დიზაინის ბინები შესთავაზონ.

რა ადგილებზეა მოთხოვნა?

ინფრასტრუქტურული განვითარებიდან გამომდინარე, მოთხოვნა ქუთაისის სხვადასხვა უბანსა და ქუჩაზე იცვლება. მაგალითად, ცენტრი, ნიკეა, ჭავჭავაძის, გორის, ფალიაშვილის ქუჩები პრესტიჟულ ადგილებად ითვლება, თუმცა ბოლო პერიოდში ავტოქარხნის დასახლებაზეც გაიზარდა მოთხოვნა და ეს მუდმივმა წყალმომარაგებამ განაპირობა. ბოლო წლებმა აჩვენა, რომ მაძიებლები უპირატესობას ბინებს ანიჭებენ, საკუთარ სახლებს კი შედარებით ნაკლებად იძენენ, ამას თავისი სუბიექტურ-ობიექტური მიზეზები აქვს და მაინც ადამიანის გემოვნებასა და ცხოვრების წესზეა დამოკიდებული.

ბინების ფასები ქუთაისში

წლების სვლასთან და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ქუთაისში ბინების ფასები ამ ქალაქისთვის უჩვეულო, მაღალ ნიშნულზე ავიდა. ლოკაციის გარდა ფასზე გავლენას ახდენს ისიც, თუ რომელ სართულზე მდებარეობს ბინა, ახალაშენებულ კორპუსშია ის, თუ ძველში. საშუალოდ, 2 ოთახიანი ბინის (50-60 მ2) ფასი ქუთაისის ძველაშენებულ კორპუსში 13-15 ათასი დოლარიდან 25-28 ათას დოლარამდე მერყეობს, ახალაშენებულში კი - 16-18 ათასი დოლარიდან 30-35 ათას დოლარამდე.

Area.ge - საუკეთესო ონლაინ პლატფორმა ქუთაისში ბინის შესაძენად

ქუთაისში ბინის ყიდვა პრობლემად რომ არ გექცეს, გამოიყენე უძრავი ქონების ონლაინ პლატფორმა Area.ge და აისრულე სურვილები. არეაზე შეგიძლია, ბინა შენთვის სასურველი მახასიათებლების მიხედვით გაფილტრო და შენთვის უსარგებლო ინფორმაციის გამოტოვებით, მარტივად იპოვო, რასაც ეძებ. თუ ახალაშენებულ კორპუსში ფიქრობ ბინის შეძენას, აქვე მიიღებ დეტალურ ინფორმაციას კორპუსის მშენებლობის ეტაპის, გარე ფასადის, სადარბაზოს, თუ სხვა ერთი შეხედვით ნაკლებ მნიშვნელოვანი, რეალურად კი ნამდვილად საინტერესო ნიუანსების შესახებ. გარდა ამისა, ერთი კლიკით შეგიძლია, მოითხოვო იპოთეკური სესხი და ისიც ნახო, დაახლოებით რა რაოდენობის თანხის შეტანა მოგიწევს ყოველთვიურად. ალბათ იცი, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2020 წლის ბოლომდე აღებული იპოთეკური სესხის 4%-მდე საპროცენტო განაკვეთს თავად სახელმწიფო ასუბსიდირებს 5 წლის ვადით.

როგორც ხედავთ, ახლა საუკეთესო მომენტია ქუთაისში ბინის შესაძენად - გამოიყენე Area.ge და გახდი კოლხეთის სამეფოს დედაქალაქის ძირითადი მაცხოვრებელი.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.