რეკლამა
ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის 3,4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია გაეცნენ. მერის თქმით, გზის რეაბილიტაციასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელი მიერთებები.

,,აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია, პროექტი ითვალისწინებს, როგორც სავალი ნაწილის, ასევე სანიაღვრე არხებისა და ეზოებში შესასვლელების მიერთებების მოწყობას. აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც“- აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. ქალაქში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 70-ზე მეტ ქუჩას. გზები რეაბილიტირდა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.