GGRC-ის მორიგი აქცია უშვილო წყვილებისთვის ზუგდიდის კლინიკა „Life“-ში
Share
30-31 იანვარს, ქართულ-გერმანული
რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის GGRC-ის ექიმი რეპროდუქტოლოგები და
გინეკოლოგები უნაყოფობის პრობლემების მქონე წყვილებისათვის ბათუმსა და
ზუგდიდში მორიგ სამედიცინო აქციას - უფასო კონსულტაციებს და
პროცედურებს ჩაატარებენ.
ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC
საქართველოში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებს შორის ერთადერთია,
რომელიც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში
პაციენტებს კლინიკასთან არსებული საქველმოქმედო ფონდით ეხმარება.
არაზუსტი სტატისტიკით, საქართველოში ყოველი მე-8 წყვილი უშვილოა,
რეპროდუქციულ სამედიცინო სერვისებს კი მათ არც ერთი სადაზღვევო რგოლი
არ უფინანსებს, კლინიკის მესვეურებმა გადაწყვიტეს დახმარებოდნენ
დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს და კლინიკასთან არსებული
საქველმოქმედო ფონდის „შენთვის“ თანადაფინანსებით შეეთავაზებინათ ინ
ვიტრო განაყოფიერების პროცედურები.
2 წლის განმავლობაში ფონდმა ათასზე მეტ უშვილო წყვილს ჩაუტარა უფასო
კონსულტაცია, თანადაფინანსება გაუწია 200-მდე წყვილს და ფონდის
დახმარებით ქვეყანას უკვე მოევლინა 38 ახალი სიცოცხლე.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რეგიონებში არსებული
მდგომარეობიდან და პაციენტთა მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე,
GGRC-მა, ფონდი „შენთვის“ ეგიდით, რეპროდუქციული პრობლემების მქონე
პაციენტებისთვის გასვლითი აქციები გასულ წელს დაიწყო. უფასო
კონსულტაციები და სამედიცინო ვორქშოფები კლინიკის მიერ უკვე ერთი
წელია მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და მისის მიზანი არა
მხოლოდ პაციენტების მომსახურება, მედიკოსთა კვალიფიკაციის
ამაღლებაცაა.
რეგიონის კლინიკებთან თანამშრომლობის ფარგლებში, GGRC-ის მედიკოსების
მიერ უშვილო წყვილების კონსულტირება და გამოკვლევები პარტნიორი
კლინიკების ექიმებთან ერთად ხორციელდება.
კონსულტაციები ჩატარდება 30 იანვარს, ზუგდიდში, კლინიკა „Life“-ში
(მისამართი: ზ. გამსახურდიას 30ა), 31 იანვარს კი ბათუმში, ირის
ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ (მისამართი: ფ.ხალვაშის
N237) გაიმართება.
კლინიკა მომავალშიც გეგმავს საქართველოს რეგიონებში (მოთხოვნის
კვალდაკვალ) უფასო კონსულტაციების ჩატარებასა და პაციენტების
დახმარებას!
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის და კონსულტაციაზე ჩასაწერად
დაუკავშირდით კლინიკას ნომერზე: 544 448 343