რეკლამა
FOCAL ONE – პროსტატის კიბოს უოპერაციო მკურნალობა, რობოტული ულტრაბგერითი თერაპია
FaceBook Twitter
E-mail Print
FOCAL ONE – რუთი ანუ პროსტატის კიბოს რობოტული ულტრაბგერითი თერაპია, 2020 წლის მიწურულს, დაინერგა MMT ჰოსპიტალსა და აშშ-ის წამყვან კლინიკებში, როგორიცაა კალიფორნიის უნივერსიტეტი, სან-ფრანცისკოს სამედიცინო ცენტრი და კლივლენდის კლინიკა.

Focal one (რუთი – რობოტული ულტრაბგერითი თერაპია) განკუთვნილია პროსტატის ლოკალიზებული კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის. რუთის უნიკალურმა, დამზოგველმა რობოტულმა ტექნოლოგიამ ის ახალი კარი გახსნა, სადაც მამაკაცებს შეუძლიათ დაამარცხონ პროსტატის კიბო, შეინარჩუნონ პროსტატა, ნორმალური სქესობრივი ფუნქცია, შარდის შეკავების უნარი და საავადმყოფო სულ რამდენიმე საათში ჯანმრთელებმა დატოვონ.

თერაპია ტარდება სპეციალური მოწყობილობით, ე.წ რობოტით, რომელსაც უროლოგი მართავს და ულტრაბგერითი ტალღების ფოკუსირებას სასურველ, კონკრეტულ უბანში, მიზანმიმართულად და ლოკალურად მიმართავს.

ულტრაბგერითი ტალღების ზემოქმედებას აძლიერებს აკუსტიკური ლინზა, რომელიც მაღალინტენსიურ ტალღებს ერთ კონად კრებს. სითბური ენერგიის გამომუშავება უშუალოდ ულტრაბგერითი ტალღების კონცენტრაციის ცენტრში ხდება, ისე, რომ ირგვლივ მდებარე ჯანმრთელი ქსოვილები არ ზიანდება.

მოწყობილობას გააჩნია სპეციალური გამაგრილებელი სისტემა, რომელიც მიმდებარე სტრუქტურებისა და ქსოვილების (უპირველესად, სწორი ნაწლავის) გადახურებისაგან დაცვას უზრუნველყოფს.

(რუთი – რობოტული ულტრაბგერითი თერაპია) პროსტატის კიბოს ულტრათანამედროვე, უოპერაციო, არაინვაზიური, ტრადიაცული რადიაქტიული გამოსხივებისგან თავისუფალი, მკურნალობის უზუსტესი რობოტული მეთოდია, რომლის ტექნოლოგია მიმდებარე ქსოვილზე ან სხვა ორგანოებზე არ მოქმედებს . ანადგურებს პროსტატის კიბოს ზუსტი და ფოკუსირებული ულტრაბგერითი ტალღების მიწოდებით პროსტატის დაავადებული ქსოვილზე, პროსტატის კონკრეტულ უბანში. იგი იყენებს ულტრაბგერით ენერგიას და არა რადაქტიულ გამოსხივებას. ულტრაბგერითი ენერგია, ანუ ბგერითი ტალღები უვნებლად გაივლის სწორი ნაწლავის კედლეს და ფოკუსირდება პროსტატის სასურველ ადგილებში, რომელიც განსაზღვრულია მიკრო-ექოსკოპიით, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით ან ულტრაბგერით.

Focal one (რუთი) მუშაობს მაღალი რეზოლუციის მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების, ულტრაბგერის და ბიოფსიის მონაცემების შერწყმით. იძლევა პროსტატის დეტალურ 3D ხედებს, რითაც შესაძლებელია პროსტატის დაავადებული ქსოვილის ზუსტი კონტურების დადგენა. ვინაიდან ექიმს შეუძლია პროსტატის დანახვა სამ განზომილებაში, მკურნალობა იგეგმება ამ 3D გამოსახულების საფუძველზე და შემდეგ ტარდება რობოტუული ულტრაბგერითი თერაპია (რუთ-ი).

რობოტული სისტემა იმგვარადაა დაპროგრამებული, რომ პროსტატის მხოლოდ იმ ნაწილს ეძებს და ანადგურებს მაღალი ინტენსივობის ულტრაბგერითი ტალღების გამოყენებით, რომელიც დაზიანებულია.

რობოტული ულტრაბგერითი თერაპიით მკურნალობისას არ ხდება გაჭრა სხეულზე, შესაბამისად არ არის დაკავშირებული არანაირ ქირურგიულ რისკთან, არ საჭიროებს პუნქციას, უცხო ნივთიერებები არ რჩება სხეულში, არ საჭიროებს მაიონიზებელ, რადიაქტიულ გამოსხივებას, პაციენტს უნარჩუნდება პროსტატა, პოტენცია და შარდის შეკავების უნარი, ხორციელდება ზუსტი დამიზნება დაზიანებულ ქსოვილზე , არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას ან მრავლობით მკურნალობის სეანსებს, კლინიკიდან ეწერებით რამდენიმე საათში და, რაც მთავარია, პროცედურა რობოტულად ხორციელდება. რუთის ეს ავტომატიზირებულობა მნიშვნელოვნად აძლიერებს მკურნალობის უსაფრთხოებას.

MMT ჰოსპიტალი (mmt.ge) – გლობალური ლიდერი პროსტატის კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, იმ მოწინავე სამედიცინო დაწესებულებას წარმოადგენს, რომელიც მუდმივად ნერგავს და ავითარებს თანამედროვე ტექნოლოგიებს პაციენტების სასიკეთოდ.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.