რეკლამა
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
პირველი მარტიდან ტერაბანკი სამომხმარებლო სესხის აღების მსურველებს ახალ აქციას სთავაზობს. სპეციალური პირობების მიხედვით, მომხმარებლები აქციის ფარგლებში დამტკიცებულ სესხზე 3 თვის განმავლობაში სრული საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ. ისინი არც სესხის პროცენტს გადაიხდიან და არც - ძირს.

აქცია მოქმედებს ახალი სესხის აღების დროს, ტერაბანკის როგორც არსებული, ისე პოტენციური მომხმარებლებისთვის. აღსანიშნავია, რომ სესხის მოთხოვნა სრულად დისტანციურადაა შესაძლებელი. არსებული კლიენტები განაცხადს ონლაინ შეავსებენ და დადასტურების შემდეგ სესხის თანხასაც პირდაპირ ანგარიშზე მიიღებენ. რაც შეეხება იმ მომხმარებლებს, რომლებიც ტერაბანკის სერვისებით ჯერ არ სარგებლობენ, პროდუქტის მოთხოვნას ისინიც დისტანციურად შეძლებენ, თუმცა დამტკიცების შემთხვევაში, თანხის მისაღებად ფილიალში მხოლოდ ერთხელ მივლენ.

„ვფიქრობთ, ეს ძალიან კარგი შეთავაზება და პირობებია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სამომხმარებლო სესხის აღება პირადი მიზნებისთვის სურთ, ან სხვადასხვა სესხის ერთ სესხად გაერთიანება აინტერესებთ“, - აღნიშნავენ ტერაბანკში.

ტერაბანკის სამომხმარებლო სესხების აქცია აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ზუგდიდის ფილიალს მისამართზე: თაბუკაშვილის N1 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00.