რეკლამა
ტერაბანკი ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად
FaceBook Twitter
E-mail Print
ტერაბანკი ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა და ამ თარიღისადმი მიძღვნილ გენდერულ კვირეულს სხვადასხვა ინიციატივით გამოეხმაურა.

კერძოდ, კვირეულის ფარგლებში, ტერაბანკმა საკუთარი საკომუნიკაციო არხებით საზოგადოებას ის მეწარმე ქალები გააცნო, რომლებიც საქართველოს რეგიონებში ცხოვრობენ და სხვადასხვა ბიზნესს უძღვებიან. 5 მარტს კი ტერაბანკის ორგანიზებით, იმ ქალებისთვის, რომლებიც აგროტურიზმში საქმიანობენ, სფეროს განვითარების პერსპექტივების შესახებ ვებინარი ჩატარდა. ვებინარს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე უძღვებოდა.

ტერაბანკმა ქალთა გაძლიერების მიმართულებით პირველი ნაბიჯები 2019 წელს გადადგა და ქალები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში საოჯახო სასტუმროებს უძღვებოდნენ, ბრენდინგის მომსახურებით დაასაჩუქრა. იმავე წლის ბოლოს ბანკი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერიც გახდა და მეწარმე ქალების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და განვითარება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად აქცია.

განსაკუთრებული აქტუალობა ქალების მხარდაჭერამ პანდემიის პერიოდში შეიძინა. სწორედ ამიტომ, ტერაბანკმა ბიზნესკლიენტების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც პანდემიის პასუხად განხორციელდა, განსაკუთრებული აქცენტი ქალებზე გააკეთა. იმ 50 ბიზნესკლიენტს შორის, რომლებიც ტერაბანკმა კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებებით დაასაჩუქრა, 42% ქალი იყო. პროექტი მათ პანდემიით გამოწვეული პრობლემების დაძლევასა და იმ ზიანის შემსუბუქებაში დაეხმარა, რომელიც COVID-19-მა მცირე და საშუალო ბიზნესს მიაყენა.

„წელს ქალთა საერთაშორისო დღის მთავარი თემაა: „ქალთა ლიდერობა: თანასწორი მომავლის მიღწევა COVID-19-ის სამყაროში“. ეს ხაზგასმა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც ქალებს პანდემიის პერიოდში თუ ზოგადად საზოგადოებრივ ცხოვრებაში, უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაში შეაქვთ. ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, მით უფრო, რომ ქალთა გაძლიერება ეკონომიკის გაძლიერებისკენ უმოკლეს გზას ნიშნავს“, - აღნიშნავენ ტერაბანკში.

ტერაბანკი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდაჭერის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობას როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის გარეთ სამომავლოდაც გეგმავს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ზუგდიდის ფილიალს მისამართზე: თაბუკაშვილის N1 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.