რეკლამა
ზუგდიდის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთების ღირებულებას დააფინანსებს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ განსაკუთრებით მძიმე სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 35001-ზე ნაკლები) ოჯახებისთვის გაზგამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ე ღირებულებას დააფინანსებს.

გიორგი შენგელიას თქმით, ეს იქნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც მძიმე სოციალური პირობები აქვთ და საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებენ გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფას. "ჩვენი მოქალაქეების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება და მათი ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

შესაბამის ხელშეკრულებას, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ სამეგრელო-გურიის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ვახტანგ ბერიშვილმა მოაწერეს ხელი.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.