რეკლამა
ბინების ყიდვა-გაყიდვა თბილისში და მიმდინარე ტრენდები

მიუხედავად რთული ეკონომიკური პერიოდისა, უძრავი ქონების მიმართ ინტერესი დიდია. შეზღუდვებმა, რა თქმა უნდა, მოახდინა გავლენა მშენებლობებზე, დასრულების ვადებზე, განსახორციელებელ პროექტებზე, წინა წელთან შედარებით შემცირებულია ტრანზაქციების რაოდენობაც, თუმცა დეველოპერული სექტორი ღრმა კრიზისიდან სახელმწიფოს მიერ ინიცირებული სუბსიდირების პროგრამის დახმარებით გამოვიდა და აგრძელებს საქმიანობას.

დღესდღეობით, ყველაზე მოთხოვნად უძრავ ქონებად საცხოვრებელი სახლები/ ბინები სახელდება. მაძიებლების გემოვნება მრავალფეროვანია და ამიტომ დეველოპერები ცდილობენ, ყველა ის სურვილი დააკმაყოფილონ, რაც პოტენციურ მესაკუთრეებს აქვთ.

მიმდინარე ტრენდები

გარდა ლოკაციისა და მშენებლობის ხარისხისა, საცხოვრებელი სახლი ფასდება გამართული ინფრასტრუქტურით, კეთილმოწყობილი, დაცული ეზოთი, სკვერების სიმრავლით, სათამაშო მოედნებით. რასაკვირველია, ყველა ჩამოთვლილი კრიტერიუმი ძალიან საჭირო და აუცილებელია მაცხოვრებლისთვის, რადგან მათი არსებობის შემთხვევაში ეძლევა საშუალება, შვილებთან ერთად ისეირნოს სახლთან ახლოს, ან დამოუკიდებლად გაუშვას ბავშვები სათამაშოდ კორპუსის დაცულ ტერიტორიაზე.

ადრე თუ თბილისის ცენტრი ყველაზე მოთხოვნადი იყო, ახლა აქტუალობას იძენს ისეთი ადგილები, რომელიც შედარებით მოშორებულია ქალაქს, ნაკლები გამონაბოლქვი და მეტი სუფთა ჰაერია. დეველოპერები ითვალისწინებენ ამ ტრენდს და ცდილობენ, ქალაქის ცენტრიდან მოშორებულ ტერიტორიაზე ე.წ. პატარ ქალაქები გააშენონ, სადაც იქნება სკვერიც, სათამაშო მოედანიც, დაცული ეზოც და პარკინგიც მანქანებისთვის.

ბინების ფასები თბილისში

ბინის ფასებზე გავლენას უამრავი ფაქტორი ახდენს, თუმცა რადგან უძრავი ქონების თანამედროვევ ტრენდებზე ვსაუბრობთ, მიმოვიხილოთ ისეთი ბინების ფასები, რომლებიც არა ცენტრალურ უბნებში, არამედ მოშორებით სუფთა ჰაერზე მდებარეობს, მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ ლისის ტბის ტერიტორია, სადაც ახალ-ახალი მშენებლობები დიდი ხანია დაიწყო და ერთ-ერთ პრესტიჟულ საცხოვრებელ ადგილად ითვლება. ბინების ფასი აქ 260,000 ლარიდან იწყება და 1 000 000 ლარს ცდება, მონაცემები იცვლება ფართის, რემონტის მშენებლობის სტატუსის მიხედვით. სხვა ვითარებაა ბაგებში, სადაც 80-150 კვ. ახალი აშენებული ბინების ფასები საშუალოდ 170 000 ლარიდან - 700 000 ლარზე ადის. კრწანისში, ძველაშენებულ კორპუსებთან შედარებით ფასები ახალაშენებულში ბევრად უფრო მაღალია 220 000 ლარიდან იწყება და 600 000 ლარამდე იზრდება .ნუცუბიძის პლატოზე 120 000 - 350 000 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ბინების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა

იმისათვის, რომ ბინა თანამედროვე ტრენდების მიხედვით შეარჩიოთ ისეთი მეგზური დაგჭირდებათ, რომელიც შემოგთავაზებთ ყველა არსებულ განცხადებას, შეგიქმნით წარმოდგენას უძრავი ქონების ფასებზე და დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში. ასეთია უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა, რომელიც განცხადებებთან ერთად მომხმარებელს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდის და ბინის ყიდვა-გაყიდვის ნებისმიერ პროცესში შესაბამის სერვისებს სთავაზობს. თუ ფინანსურ ნაწილში დაბრკოლდებით, არეა გაძლევთ საშუალებას დისტანციურად მოითხოვოთ სესხი, გამოთვალოთ რა თანხის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად და დამტკიცების შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყოთ ფიქრი ახალი საცხოვრებლის მოწყობაზე.