რეკლამა
ზუგდიდში, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე აღნიშნეს
FaceBook Twitter
E-mail Print
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მწერალს, მთარგმნელს, დისიდენტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ეროვნულ გმირს, ზვიად გამსახურდიას 82 წელი შეუსრულდებოდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
მოეწყო მხატვრული პერფორმანსიც.

"31 მარტის რეფერენდუმი უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ისტორიაში, რომელსაც 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერა მოჰყვა და საქართველო გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც დღემდე ვითარდება ევროპული გზით, ხვალინდელი დღეც ჩვენ მხოლოდ ევროატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრირებულად წარმოგვიდგენია", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

დღესვე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, დარჩელში ზვიად გამსახურდიას ბიუსტს და ჯიხაშკარში, პრეზიდენტის მემორიალურ საფლავს ყვავილებით შეამკობენ.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.