რეკლამა
"ეფექტური საჯარო მმართველობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში"
FaceBook Twitter
E-mail Print
ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "ეფექტიანი საჯარო მმართველობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში". პროექტი დაიწყო 2021 წლის თებერვლის თვეში და მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთის რვა მუნიციპალიტეტს (ზუგდიდი, ხობი, სენაკი, აბაშა, მარტვილი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მესტია) და ერთ თვითმმართველ ქალაქს (ფოთი). პროექტის ხანგრძლივობაა რვა თვე.

ასოციაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან პარტნიორობით, უზრუნველყოფს საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგს, აკვირდება ონლაინ პლატფორმა "PAR tracker" და აფასებს სახელმწიფო სერვისების მიწოდებას.

პროექტი ითვალისწინებს საჯარო მმართველობის რეფორმის PAR-ის მონიტორინგის მექანიზმის გაფართოებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ელექტრონული სერვისების მიწოდების სფეროში, რათა მოხდეს რეფორმის პროგრესის შეფასება და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობა, გააცნობიეროს რეფორმის გავლენა და მათი განვითარება თავიანთ მუნიციპალიტეტებში.

პროექტი ასევე გაზრდის სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობას და შესაძლებლობების დონეს რეგიონში, რადგან ხორციელდება შემდეგი რვა პარტნიორი ორგანიზაციის ჩართულობით და თანამონაწილეობით: კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი", "მეწარმე ქალთა ფონდი", პედაგოგთა კავშირი "განათლება და სამყარო", ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია", იგპ ასოციაცია "თანხმობა", ასოციაცია "თოლისკური", ასოციაცია "დიოსკურია", სარეაბილიტაციო ცენტრი "თანაზიარი".

პროექტის შემსრულებელი, ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის, არის ზუგდიდში მოქმედი ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია. ის 1999 წლიდან მუშაობს საქართველოში ქალთა მონაწილეობის გაზრდისათვის კონფლიქტების მოგვარებასა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში და იძულებით გადაადგილებულ პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ზუგდიდი, შ.კიტიას ქ. #9. მეორე სართული.
ტელეფონი: 0415-152029, 599919322.
ელ.ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
Facebook/Ngoimedi
ასოციაციის ხელმძღვანელი ქრისტინა კილანავა
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.