რეკლამა
„სუფთა რეგიონი 2020“ კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა კონკურსში , "სუფთა რეგიონი 2020" რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა.

ნომინაცია "სუფთა მუნიციპალიტეტი 2020“- გაიმარჯვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა.

ნომინაცია "სუფთა სოფელი 2020“- გამარჯვებული გახდა სოფელი ზედა ეწერი.

ნომინაცი "სუფთა ქუჩა 2020“- გამსახურდიას გამზირი.

ნომინაცია "ლამაზი აივანი 2020"- გამარჯვებულია რუსუდან ხარგელია.

კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით სიგელი გადაეცა სოფელ ხურჩასაც ნომინაციაში სუფთა/ლამაზი ეზო.

დაჯილდოების ცერემონიალი თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართა და მას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და ა(ა)იპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ დირექტორი ნუგზარ მალაშხია დაესწრნენ.

კონკურსი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ორგანიზებით გამოცხადდა.

კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), ადგილობრივ და შვედ პარტნიორ-ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სტრუქტურული ერთეული სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, ასევე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

აღნიშნულ კონკურსში ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა წელს რამდენჯერმე მოიპოვა გამარჯვება.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.