რეკლამა
ტერაბანკის მარტივი ონლაინგანვადება და აქცია vendoo.ge-ზე
FaceBook Twitter
E-mail Print
ონლაინშოპინგის მოყვარულებისთვის ტერაბანკმა და vendoo.ge-მ ერთობლივი აქცია დაიწყეს. აქციის ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც სასურველ ნივთს vendoo.ge-ზე ტერაბანკის სწრაფი და მარტივი ონლაინგანვადებით შეიძენს, 20%-იანი, მაქსიმუმ 100-ლარიანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

ტერაბანკის ონლაინგანვადებით 8 კილოგრამამდე შეძენილ ნივთს მომხმარებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოდ მიიღებს. შეთავაზება ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

პანდემიის პირობებში ონლაინშოპინგი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და პოპულარული ტრენდია. ამავდროულად, ტერაბანკი ელექტრონული ვაჭრობის სფეროს განვითარებას განსაკუთრებით უჭერს მხარს.

„გადავწყვიტეთ, აქციის ფარგლებში მომხმარებლებს მოსახერხებელი და უსაფრთხო ონლაინშოპინგისთვის დამატებითი სტიმული მივცეთ. მოხარულები ვართ, რომ vendoo.ge-სთან ჩვენი პირველი თანამშრომლობა საინტერესო ინიციატივით იწყება. იმედი გვაქვს, იგი სამომავლოდაც გაგრძელდება“, - აცხადებენ ტერაბანკში.

ტერაბანკისა და vendoo.ge-ს ერთობლივი აქციის პირობები თითქმის მთელ ასორტიმენტზე, დაახლოებით 40 ათასამდე პროდუქტზე ვრცელდება. სრულად მათი სიის ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ზუგდიდის ფილიალს მისამართზე: თაბუკაშვილის N1 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.