რეკლამა
ბინის ყიდვის გამარტივებული პროცესი Area-ს დახმარებით
FaceBook Twitter
E-mail Print
სასურველი უძრავი ქონების მოსაძებნად დიდი სანაცნობო და უბნის მაღაზიებში განცხადებების დატოვება საჭირო აღარაა. ტექნოლოგიურმა განვითარებამ და თანამედროვეობამ ეს სფერო ციფრულ სივრცეში გადაიყვანა, რამაც ბევრად უფრო მოსახერხებელი გახადა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედების განხორციელება.

საქართველოში უძრავი ქონების თანამედროვე და გამორჩეული პლატფორმა Area.ge გახლავთ, რომელიც ქონების შეძენით, გაყიდვით, ქირაობით, თუ გირავნობით დაინტერესებულ პირს სთავაზობს მასზე მორგებულ შეთავაზებას და საბოლოო შედეგის მიღებამდე უწევს მეგზურობას.

არეაზე წარმოდგენილი განცხადებების სიმრავლით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ აქ მაძიებელი აუცილებლად იპოვის მის სურვილებზე მორგებულ უძრავ ქონებას, მისთვის საჭირო გარიგების ტიპის მიხედვით. არეა არამხოლოდ უძრავი ქონების მოძიების საკითხში ერთვება, არამედ მომხმარებელს ფინანსურადაც აძლიერებს და აძლევს შესაძლებლობას, აიღოს იპოთეკური სესხი ონლაინ.

იპოთეკური სესხის მოთხოვნა დისტანციურად

აქამდე ბინის შესაძენად თანხის მოძიება მარტივი საქმე ნამდვილად არ იყო. როგორც მინიმუმ რამდენჯერმე უნდა მისულიყო ადამიანი ბანკში, გასაუბრებოდა კრედიტ ოფიცერს, რასაც მოჰყვებოდა კონკრეტული საბუთების მოგროვების მთელი კასკადი და რამდენიმე კვირიანი სიარულისა და წვალების შემდეგ ხდებოდა ცნობილი გადაწყვეტილება იპოთეკური სესხის დამტკიცებასთან დაკავშირებით.

Area.ge პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს იპოთეკური სესხის დისტანციურად აღების საშუალებას აძლევს. არეაზე წარმოდგენილ ნებისმიერ განცხადებაში წარმოდგენილია იპოთეკური სესხის აღების ფუნქციონალი, სადაც ყოველგვარი დამატებითი ქმედების გარეშე ნაჩვენებია, საშუალოდ რამდენი იქნება ყოველთვიური გადასახადი დაინტერესებული პირისთვის.

თუ ქონების მაძიებელი დაინტერესდება იპოთეკური სესხის პირობებით, მარტივი ფორმის შევსებით ექნება შესაძლებლობა მოითხოვოს სესხი ონლაინ. არეა ყველა იმ კითხვაზე იძლევა პასუხს, რომელიც პირველ ეტაპზე ებადება სესხის აღებით დაინტერესებულ პირს.

„მოითხოვე სესხი“-ს ღილაკზე დაწკაპუნებით გეძლევათ ინფორმაცია, სესხის ოდენობის, საპროცენტო განაკვეთის, ყოველთვიური გადასახადისა და გადახდის გრაფიკის შესახებ. რის შემდეგაც უნდა შეავსოთ სულ რამდენიმე ველი და გააგზავნოთ სესხის მოთხოვნა. დიახ, აი, ასე, დისტანციურად, ბანკში მისვლის გარეშე არის შესაძლებელი თქვენი განაცხადის განხილვა. შემდეგ ეტაპზე უკვე ბანკის წარმომადგენელი ერთვება საქმეში, რომელსაც თქვენთან უშუალო კომუნიკაციით ბოლომდე მიჰყავს ონლაინ დაწყებულ საქმე.

უძრავი ქონების სხვადასხვა ტიპები

მართალია, ბინები Area.ge-ზე მრავლადაა წარმოდგენილი, მაგრამ პლატფორმაზე ასევე შესაძლებელია კომერციული ფართების, მიწის ნაკვეთების მოძიება. აქ წარმოდგენილი განცხადებები დეტალური სიზუსტით აცნობს დაინტერესებულ მხარეს ყველა წვრილმანს, განცხადებაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია, ამარტივებს მესაკუთრესთან/განმცხადებელთან კომუნიკაციის დამყარების პროცესს, რაც ძირითად შემთხვევაში შეთანხმებით სრულდება ხოლმე.

არეა მხოლოდ ყიდვა-გაყიდვით დაინტერესებული ადამიანებისთვის განკუთვნილი პლატფორმა არ არის, მისი საშუალებით ისეთივე მარტივია ბინის მოძებნა ქირით ან გირაოთი, როგორც ეს ყიდვა-გაყიდვის შემთხვევაში ხდება. „გარიგების ტიპში“ მონიშნავთ თქვენთვის სასურველს - ქირაობა იქნება ეს თუ გირავნობა და მხოლოდ იმ განცხადებების ჩამონათვალს გაეცნობით, რომელიც თქვენს ინტერესებში შედის.

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი არეასთან ერთად მარტივად გვარდება.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.