რეკლამა
მცირე და საშუალო ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები
FaceBook Twitter
E-mail Print
განვითარებად ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ეკონომიკის განვითარებაში და სამუშაო ადგილების შექმნაში. მსოფლიო მაშტაბით, სწორედ ეს კომპანიები წარმოადგენენ ყველა საწარმოთა თითქმის 90% და ქმნიან სამუშაო ადგილების 50%.

მცირე და საშუალო ბიზნესები ძირითად ორიენტირებული არიან ადგილობრივ ბაზარზე და ცვლილებებსაც მარტივად უწყობენ ფეხს. თუმცა ამავდროულად, კრიზისული პერიოდები, ნეგატიური ეკონომიკური ფაქტორები სერიოზულ გავლენას ახდენს, რასაც არასახარბიელო შედეგები - საქმიანობის შეჩერება ან გაკოტრება მოაქვს.

რასაკვირველია, პანდემიამ და რეგულაციებმა დარტყმა მიაყენა მცირე და საშუალო ბიზნესებს და მუშაობას დაბალი შემოსავლის მაჩვენებლით და დასაქმებულთა შემცირებული რაოდენობით განაგრძობენ. რეგულაციებისა და შეზღუდვების პერიოდში ხსნა ბიზნესის გაციფრულება და გაყიდვების ინტერნეტ სივრცეში გადანაცვლება იყო, რამაც შეიძლება ითქვას, გაკოტრებას გადაარჩინა ბევრი კომპანია.

შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსები

კომენდანტის საათის და ლოქდაუნის პირობებში ბიზნესებს შეზღუდული ჰქონდათ ოპერირება, რამაც ბუნებრივია გავლენა მოახდინა ფინანსურ მხარეზე. ვინც გაციფრულება მოახერხა და მიეცა საშუალება, ინტერნეტით მოეხდინა საკუთარი პროდუქტის რეალიზება, შეიძლება ითქვას, რომ გადარჩა და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაბალი შემოსავლით გააგრძელა მუშაობა.

კრიზისმა და ზოგადად, მოთხოვნის შემცირებამ შეასუსტა კონკრეტული ბიზნესების გადახდისუნარიანობა. ლარის კურსის ცვალებადობამ, მიწოდების ჯაჭვის წყვეტამ, დაგროვილმა ფინანსურმა ვალდებულებებმა განაპირობა ის, რომ დამსაქმებლებს მოუხდათ თანამშრომლების დროებით გათავისუფლება ან შემცირება. კვალიფიციური კადრების მოძიება და გუნდში მათი არსებობა კი ნამდვილად გადამწყვეტია ბიზნესის წარმატებისთვის.

მარაგების მართვა და ბიზნეს ოპერაციები

შემცირებული კადრებითა და ფინანსებით გახსნილი ბიზნესისთვის აუცილებელი და საჭიროა ისეთი ხელსაწყოს არსებობა, რომელიც რაიმე ფორმით მაინც შეუმსუბუქებს დანაკარგს და მისცემს ეფექტურად მუშაობის საშუალებას. ასეთი ციფრული ინსტრუმენტი ოპტიმოა, რომელიც თავისი მრავალმხრივი ფუნქციონალით, ამარტივებს მარაგების მართვას, ინვენტარიზაციას.

ოპტიმოში მარაგების აღრიცხვა პროგრამულად ხდება და შეცდომა გამორიცხულია, რაც ნიშნავს იმას, რომ მუდმივად გექნებათ სწორი ინფორმაცია მარაგების შესახებ.

მარკეტინგული აქტივობების განსახორციელებლად და მხარდასაჭერად, ოპტიმო იძლევა ინფორმაციას ყველაზე გაყიდვად და ნაკლებად მოთხოვნად პროდუქტებთან დაკავშირებით. მისი დახმარებით შესაძლებელია გაიგოთ, რა რაოდენობის სააქციო პროდუქტი გაქვთ დარჩენილი მარაგში და რისი შევსებაა აუცილებელი უახლოეს მომავალში, რომ არ შეიქმნას დეფიციტი სააქციო, ან ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე.

ამ მონაცემების გათვალისწინებით შესაძლებელია განსაზღვროთ საწყობში რა ადგილი დაუთმოთ ამა თუ იმ პროდუქტს, რისი მიღება შეაჩეროთ დროებით და რისთვის გამოყოთ უფრო მეტი ფართი.

შესყიდვებისა და შემოსავლების აღრიცხვა თუნდაც დისტანციურ რეჟიმში ოპტიმოს კიდევ ერთი უპირატესობაა. სტატისტიკები და ანალიტიკა კი მომგებიანი ნაბიჯების გადადგმის პირდაპირი ინდიკატორია, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს ბიზნესის წინსვლა და განვითარება.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.