რეკლამა
ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, "სინოფარმის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

"ყველას მოვუწოდებ ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში, ვინაიდან ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება ვაქცინაა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

მერთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებიც აიცრნენ.