რეკლამა
სად შევიძინოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა?
საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა მარტივად ერთი თვალის გადავლებით არ ხდება. ადრე, ოჯახები თითქმის სრული შემადგენლობით დადიოდნენ მაღაზიებში ამა თუ იმ მსხვილი ტექნიკის შესარჩევად და წარმოუდგენელიც კი იყო, იმაზე ფიქრი, რომ დადგებოდა დრო, როცა ტელევიზორს, მაცივარს, სარეცხი მანქანას ონლაინ შევიძენდით.

დღესდღეობით კი, ონლაინ შოპინგი გაცილებით უფრო კომფორტული და მარტივია, ვიდრე საათობით მაღაზიებში სიარული. პანდემიამ კიდევ უფრო გამოგვაწრთო ონლაინ შოპინგის თვალსაზრისით და ის, რაც რთულად გვეჩვენებოდა ახლა ჩვენი ყოველდღიურობა გახდა.

რა უპირატესობა აქვს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ონლაინ შეძენას?

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სრულიად თავისუფალი ხარ ყველა ასპექტში. არავინ გბოჭავს, შეგიძლია, ერთ ნივთს უცქირო იმდენი ხანი, რამდენიც გაგიხარდება, კონსულტანტი არ დაგყვება უკან მომღიმარი და მომლოდინე სახით, რომ რამეს აუცილებლად ჰკითხავ. არ ღელავ დროულად სახლში წასვლაზე საცობების თავიდან აცილების და კომენდანტის საათის გამო. არ გიწევს რიგში დგომა, განვადების შემთხვევაში კი სესხის დამტკიცების მოლოდინში ადგილზე ბოლთის ცემა.

ონლაინ შოპინგის მთავარი დადებითი მხარე პანდემიის დროს არის ის, რომ ერიდები ხალხმრავალ ადგილებს და ამით საკუთარ თავსაც იცავ და სხვებსაც. შენთვის ხელსაყრელ დროს, თუნდაც საღამოს განტვირთვისას, ცხელ ჩაისთან ერთად მიუჯდები ლეპტოპს და იწყებ შენი სასურველი ტექნიკის ძებნას, მოდელის, ფერის და სხვა მახასიათებლების მიხედვით.

Extra.ge - საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანი

ბუნებრივია, როცა კონკრეტული ნივთის შეძენას აპირებ, ეძებ ისეთ ადგილს, სადაც ყველაზე ფართო ასორტიმენტს შემოგთავაზებენ.

Extra.ge - ყველაზე დიდი მოლია ინტერნეტ სივრცეში, სადაც წარმოდგენილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის უდიდესი არჩევანი. გამორიცხულია, ეწვიო საიტს და ვერ იპოვო შენს გემოვნებაზე მორგებული მსხვილი თუ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ჭურჭლის სარეცხი მაქანა, გაზქურა, გამწოვი, ქურის ზედაპირი, ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელი, ფენი, მიქსერი, მაცივარი თუ სხვა.

სამზარეულოში მაცივარს განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება, ესაა ნივთი, რომელსაც დიდი და პატარა ერთნაირი დატვირთვით იყენებს, თუმცა, დიასახლისებს მასთან მაინც განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. ყველა წვრილმანს - ფერს, უჯრებისა და თაროების განლაგებას, მოცულობას, საყინულის მდებარეობას და.ა.შ. ყურადღებას აქცევენ. ასეთი მოთხოვნების მიუხედავად, ექსტრაზე განთავსებული მაცივრების მრავალფეროვანი ასორტიმენტი, ნებისმიერი მსურველის გემოვნებას ერგება.

ჰოდა, როგორც კი მიხვდები, რომ შენი საოჯახო ტექნიკა მოძველდა და შეცვლის დროა, ბევრი აღარ იფიქრო, ეწვიე უდიდეს ინტერნეტ მოლს Extra.ge და აარჩიე, რაც გაგიხარდება.