რეკლამა
როგორ გადავიხადოთ ყველაზე საჭირო სერვისები უცხოეთიდან თიბისი ფეიზე
FaceBook Twitter
E-mail Print
თუ თქვენ უცხოეთში ცხოვრობთ ან ქვეყნიდან დროებით ხართ გასული, ამიერიდან მარტივად შეძლებთ საქართველოში სხვადასხვა სერვისის საფასურის დაფარვას. ეს თიბისი ფეის სრულიად ახალი მიმართულებაა, რომელიც უცხოური ბარათებით გადახდის შესაძლებლობას იძლევა.

სახლიდან გაუსვლელად, თიბისი ფეის ვებგვერდზე, ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვნ სერვისებს პირდაპირ თქვენი ბარათის გამოყენებით გადაიხდით.

რომელ სერვისებს გადაიხდით უცხოეთიდან?

თიბისი ფეის ვებგვერდზე ერთ განყოფილებაშია წარმოდგენილი ყველა ის სერვისი, რომელთა დავალიანების დაფარვასაც უცხოური ბარათით შეძლებთ. ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი გადახდები ოთხ კატეგორიადაა დაყოფილი. ესენია:

• მობილური კავშირი

• ინტერნეტი, ტელეფონი, ტელევიზია

• კომუნალური გადასახადები

• სახელმწიფო სერვისები

ვებგვერდზე ამ სერვისების უცხოეთიდან გადახდა ყველასთვის მარტივი და მოსახერხებლია.

ამისათვის საჭიროა სარგებლობდეთ ვიზა ან მასთერქარდის ტიპის საბანკო ბარათით. ამის შემდეგ კი თიბისი ფეის სისტემაში უცხოეთიდან სულ რამდენიმე წუთში შეავსებთ მობილური ოპერატორების ბალანსს. აქვე შეძლებთ სატელეკომუნიკაციო სერვისების, მათ შორის დედაქალაქსა და რეგიონებში მოქმედი საკაბელო ტელევიზიების დავალიანების დაფარვას.

კომუნალური გადასახადების კატეგორიაში, ძებნის გამარტივების მიზნით, ოთხი ქვეკატეგორია დაგხვდებათ: ელ.ენერგია, წყალი, დასუფთავება და ბუნებრივი აირი. აბონენტის ნომრის მითითებით, მარტივად შეძლებთ მათთვის უცხოეთიდან დავალიენების დაფარვას. აქ წარმოდგენილია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში მოქმედი სერვის-პროვაიდერები.

სახელმწიფო სერვისების კატეგორიაში კი ის სერვისებია გაერთიანებული, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ხშირად უცხოეთში ყოფნისას სჭირდებათ. მაგალითად, სამოქალაქო და საჯარო რეესტრის სერვისები, პრობაციის ეროვნული ბიუროს და შსს მომსახურების სააგენტოს სერვისები და სხვ. აქვე იპოვით თბილისის არქიტექტურის სამსახურს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს და სხვ. ამავე განყოფილებაში შეძლებთ საპატრულო ჯარიმის გადახდასაც.

თიბისი ფეის სწრაფი გადახდების სისტემით სარგებლობას თავისი უპირატესობებიც აქვს.

უპირველესად, ესაა გადახდის მომენტალურად ასახვა. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების დაფარვას, როგორიცაა სახელმწიფო სერვისები ან კომუნალური დავალიანებები. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თქვენს მიერ გადახდილი თანხა მიმღები ორგანიზაციის ბალანზე მყისიერად აისახება. თიბისი ფეის სისტემაში გადახდები სამუშაო თუ დასვენების დღეებზე, უქმეებსა და შაბათ-კვირებზე მომენტალურად სრულდება.

ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდეგ, გადახდების შესრულებას კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად შეძლებთ. ამისათვის შეგიძლიათ სპეციალური ფუნქციებით ისარგებლოთ:

• შექმნათ ხშირად გამოყენებული სერვისების შაბლონები და ამით თავიდან აირიდოთ ყოველ ჯერზე სააბონენტო ნომრების თუ სხვა ინფორმაციის ხელახალი შეყვანა;

• მიიღოთ, დაამახსოვორთ და, საჭიროების შემთხვევაში, ამობეჭდოთ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

• პირადი კაბინეტის გზით ნებისმიერ დროს შეამოწმოთ გადახდების ისტორია და უკეთ აკონტროლოთ დანახარჯები.

თიბისი ფეის პლატფორმა კომფორტული და მოსახერხებელი ადგილია, სადაც ყველა სერვისი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. მათ გადახდას კი უცხოეთიდან მარტივად, თქვენი უცხოური ბარათის გამოყენებით შეძლებთ.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.