რეკლამა
ზუგდიდში სოციალური სახლების მშენებლობაზე განცხადების მიღება 1 ივნისს დაიწყება
FaceBook Twitter
E-mail Print
უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და ,,ერთი თბილი ოთახის" პროგრამაში ჩართვის მსურველთა განცხადებების მიღება 1 ივნისიდან დაიწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება, უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

ბენეფიციარებს განცხადებების შემოტანა ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებს საცხოვრებელ სახლებს 2015 წლიდან უშენებს. დღემდე 141 სახლია აშენებული.

კომისიის შემადგენლობაში მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.