რეკლამა
როგორ შევარჩიოთ მობილური ტელეფონი
FaceBook Twitter
E-mail Print
დღეს მობილური ტელეფონი ჰაერივით საჭირო და აუცილებელი ნივთი რომ არის, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. მაგრამ, როცა საქმე მის შერჩევას ეხება, ვითარება რთულდება. ბაზარი ტელეფონების ძალიან ფართო არჩევანს გვთავაზობს და თუ ზუსტად არ იცი, რა და როგორი გინდა, არჩევანის გაკეთება ნამდვილად რთულია.

ძირითადი მახასიათებლები

როცა მობილურის ყიდვას აპირებ, გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი დეტალი:

ფერი, დიზაინი - დღეს ფერების მხრივ საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ მობილურის მწარმოებლები, შესაბამისად, დიზაინისა და ფერის საკითხი არცთუ ისე უმნიშვნელოა, ტელეფონის ყიდვის დროს.
შიდა მეხსიერების მოცულობა და მეხსიერების ბარათის მხარდაჭერა - ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ფოტოები და ვიდეოები დაგიგროვდება და წაშლაც დაგენანება, მაშინ მიხვდები, რომ ჯობდა, ისეთი ტელეფონი გეყიდა, რომელსაც მეხსიერების ბარათის მხარდაჭერა ჰქონდა, ან უპირატესობა მიგენიჭებინა დიდი შიდა მეხსიერების მქონე მობილურისთვის

კამერა - რამდენი კამერა აქვს, იღებს თუ არა ფართოკუთხიან სელფს, რამდენად სუფთად შეუძლია კადრის მოახლოება და.ა.შ.

ეკრანი - დიდი ზომის ეკრანი გხიბლავს, თუ შენთვის მთავარი სხვა ფუნქციებია

ელემენტი - რამდენად ხანგრძლივად ჰყოფნის ელემენტი, თუ ტელეფონთან ერთად პორტატული დამტენიც უნდა იყიდო, რომ საჭირო მომენტში მობილურის გარეშე არ დარჩე
სიმ ბარათის რაოდენობა - საკმარისია ერთ ბარათიანი ტელეფონი, თუ სახლისა და სამსახურისთვის ცალ-ცალკე ნომრები გაქვს და ერთ მობილურში "გეკომფორტულება" მათი მოთავსება
ბიუჯეტი - ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. რა თანხა გაქვს გადადებული ტელეფონისთვის, ან რამდენს გადაიხდიდი ზუსტად ისეთ მობილურში, როგორიც ყველაზე ძალიან გაგახარებდა.

ოპერაციული სისტემა

ANDROID თუ IOS - ესაა თემაა, რომელზეც შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა. ანდროიდ სისტემით ბევრი სხვადასხვა ბრენდი სარგებლობს, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, თითქმის ყველა, გარდა Aპპლე-ისა.

Iphone - როგორც ბაზრის ლიდერი, ერთადერთია რომელიც IOS ოპერაციულ სისტემას იყენებს.

ორივეს თავისი პლუს - მინუსები აქვთ, მაგრამ თუ წამყვანი ბრენდების ფლაგმანებს შევადარებთ ერთმანეთს, არამარტო ჩვენ არამედ ამ საქმის სპეციალისტებსაც გაუჭირდებათ იმის თქმა, რომელია უკეთესი. ანდროიდის შემთხვევაში, ოპერაციულ სისტემასთან ერთად სხვა მახასიათებლების გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ისეთი მობილური შეიძინოთ, რომელიც გასიამოვნებთ და მასთან ურთიერთობა დამღლელი არ იქნება.

სად შევიძინო მობილური ტელეფონები

მობილური ტელეფონების მრავალფეროვანი ასორტიმენტით ინტერნეტ მოლი Extra.ge გამოირჩევა. ექსტრაზე, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია, შეარჩიო ტელეფონი, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, ზუსტად იმ მახასიათებლების მიხედვით, რაც ყველაზე ძალიან გინდოდა და მშვიდად დაელოდო შენს ახალ "მეგზურს". მობილური ტელეფონის შეძენა ასეთი სასიამოვნო და მარტივი ჯერ არასდროს ყოფილა.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.