რეკლამა
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
FaceBook Twitter
E-mail Print
ლტოლვილთა დანიის საბჭომ, ლაღიძის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასრულა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სრულ საკუთრებაში გადასცა.

აღნიშნულ დოკუმენტს დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ მოაწერეს.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, დანიის ლტოლვილთა საბჭოს დასავლეთ საქართველოს სამხარეო მენეჯერი მზევინარ ჯოჯუა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლტოლვილთა დანიის საბჭოს მხარდაჭერისთვის და მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადეს.

ლაღიძის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა პროექტის ,,ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის" ფარგლებში, გერმანიის განვითარების ბანკის (KFჭ) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

დღესვე, კონსტანტინე კაკავამ და ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებმა, ლაღიძის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი დაათვალიერეს, რომელიც ახალ სასწავლო წელს გაიხსნება.

გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, აგრეთვე, სრული რეაბილიტაცია უტარდება კ.გამსახურდიას ქუჩაზე არსებულ N1 საბავშვო ბაღს.

ლტოლვითა დანიის საბჭო ზუგდიდში კიდევ ერთ ახალ პროექტს განახორციელებს და რეწვისა და ხელოსნობის განვითარების ცენტრს ააშენებს.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.