რეკლამა
ბავშვის სათამაშოების არჩევანი Extra.ge-ზე
FaceBook Twitter
E-mail Print
ზაფხული გართობისთვის საუკეთესო დროა, განსაკუთრებით ბავშვები არიან ამ მხრივ ძალიან აქტიურები. თავისუფლდებიან სკოლის ვალდებულებებისგან და იწყება განცხრომა - თავდაუზოგავი თამაში, რისთვისაც ბევრზე ბევრი სათამაშო სჭირდებათ.

რა ტიპის სათამაშოების შეძენა შეგიძლია Extra-ზე?

Extra.ge ასორტიმენტის მრავალფეროვნებასთან ერთად სათამაშოების ძალიან დიდ არჩევანს წარმოგვიდგენს - კონსტრუქტორები, ხის, აბაზანის, შემეცნებითი თუ რბილი სათამაშოები, სკუტერები, ტენისის ჩოგნები ბურთით, გოლფის ნაკრები, გორგოლაჭები, ქვიშაში სათამაშო ნაკრები, საპნის ბუშტების გასაბერი, ელექტრომანქანები, თოჯინები, ლახტი, ბურთი, სამაგიდო თამაშები და ა.შ.

სამაგიდო თამაშები ძალიან პოპულარული გახდა არამარტო ბავშვებში, არამედ მოზარდებშიც. ეს გახლავთ კარგი საშუალება იმისთვის, რომ ბავშვებმა მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატარონ, გართობასთან ერთად იაზროვნონ და გამოიმუშაონ ახალ-ახალი უნარები. სამაგიდო თამაშების უმეტესი ნაწილი შემეცნებით - ინტელექტუალური ხასიათისაა, ზოგი მათემატიკურ აზროვნებას მოითხოვს, ზოგიერთი - ლოგიკას, სხვა მეხსიერებას ავარჯიშებს და.ა.შ. მოზარდების სამაგიდო თამაშებით მომარაგება საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რადგან ამ ტიპის თამაშები ერთის მხრივ კარგი გასართობია სამეგობრო წრეში და მეორეს მხრივ, ესაა ერთ-ერთი გზა გაჯეტებთან ნაკლები დროის გასატარებლად.

ექსტრაზე სამაგიდო თამაშების არჩევა ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვისაა შესაძლებელი, ბაღის ასაკის პატარებისთვის არის სამაგიდო პაზლები, ანბანი, ერთად შევიცნოთ სამყარო, და.ა.შ. დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ისეთ თამაშებს აღმოაჩენთ, რომლის დახმარებითაც პატარები თამაშ-თამაშში ისწავლიან გამრავლების ტაბულას, ანდაზებს, აფორიზმებს ვეფხისტყაოსნიდან. მონოპოლი, უნო, ბანქო, მენეჯერი ეს ხომ მოზარდებისთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი სამაგიდო თამაშებია. თუ გინდა, ეს ზაფხული გამორჩეული იყოს პატარებისთვის, ეწვიე ექსტრას და აუცილებლად იპოვი იმას, რითაც მათ ყველაზე მეტად გაახარებ.

მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით

ექსტრაზე შოპინგის კიდევ ერთი სასიამოვნო ასპექტი მიტანის სერვისია. ექსტრას კურიერები სასურველ მისამართზე მოგართმევენ შეძენილ სათამაშოებსა და საჭიროების შემთხვევაში, თქვენთან ერთად გაიზიარებენ საჩუქრებით გახარებული ბავშვების ემოციებს.

ეს ერთი და სხვა მრავალი - იპოვე, ექსტრაზე რაც გაგიხარდება და გაახარე ბავშვები ახალ-ახალი სათამაშოებით.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.