რეკლამა
როგორ უნდა მოახდინონ მარაგების მართვა მცირე და საშუალო ბიზნესებმა?
მცირე და საშუალო ბიზნესს საქმიანობის საწყის ეტაპზე სირთულეებთან უწევს შეჭიდება. მარაგების მართვა პატარა და საშუალო კომპანიებისთვის ერთ-ერთი გამოწვევაა. ინფორმაციის მოგროვება - შეჯამებას ადამიანური რესურსი და დიდი შრომა სჭირდება, თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი ვერ ვიქნებით შეცდომებისგან დაზღვეული. მარაგების მართვაში დაშვებული უნებლიე შეცდომები კი არასახარბიელო გავლენას ახდენს ბიზნესსაქმიანობაზე.

როგორ ეხმარება ოპტიმობიზნესებს მარაგების მართვაში?


იმისთვის, რომ მუდმივად ხელი გედოთ თქვენი ბიზნესის მაჯისცემაზე, მართოთ მარაგები სწორი ციფრებით, გქონდეთ ინფორმაცია შესყიდვებსა თუ გაყიდვებზე, შემოსავლებსა და მომგებიანობაზე - საჭიროა ისარგებლოთ ბიზნესის მართვის ციფრული პროგრამით-ოპტიმო. მარაგების მართვა ოპტიმოს მთავარი, მაგრამ არა ერთადერთი უპირატესობაა.

ბიზნესის მართვის ციფრული ხელსაწყო ოპტიმოიძლევა სრულყოფილ ინფორმაციას შესყიდული, გაყიდული და ნაშთში არსებული პროდუქციის შესახებ, რის მიხედვითაც შეგიძლიათ სწორად მართოთ მარაგები და აწარმოოთ შესყიდვები საჭირო დროს საჭირო რაოდენობით.

ამასთან ერთად, ოპტიმო გაწვდით სიგნალს იმ პროდუქციის შესახებ, რომელიც ყველაზე გაყიდვადია, ან პირიქით უჭირს რეალიზაცია. ეს კი გეხმარებათ დაგეგმოთ მარკეტინგული აქტივობები, აქციები.

პროგრამის მარტივი ინტერფეისი და სალაროს გამარტივებული პროგრამა უზრუნველყოფს სწრაფ გადახდებს, რაც დადებითად აისახება მომსახურების ხარისხზე. მოლარეს პროდუქტის მოძებნა შეუძლია არა მხოლოდ შტრიხკოდით, არამედ ფოტოთი, დასახელებით, შედეგად არ წარმოიქმნება რიგები და ბერვად უფრო მოსახერხებელი ხდება გადახდის პროცესი.

რაც ყველაზე მთავარია, ოპტიმოს მეშვეობით თქვენი ბიზნესის მართვა დისტანციურადაც შესაძლებელია. მთავარია ინტერნეტთან გქონდეთ წვდომა და ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ აქტიურად ჩაერთოთ ბიზნესის საქმიანობაში ისე, რომ არ თქვათ უარი დასვენებაზე.

როგორ დავიწყო ოპტიმოს გამოყენება?

თუ დაინტერესდით და გაგიჩნდათ სურვილი ისარგებლოთ ოპტიმოთი, ეწვიეთ საიტს ოპტიმო.გე მოითხოვეთ დემო, შეავსეთ მარტივი აპლიკაციის ფორმა და დაელოდეთ კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდიან ნებისმიერ საკითხზე. გაითვალისწინეთ, რომ ოპტიმო გაძლევთ საშუალებას, 1 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ დატესტოთ პროგრამა და შემდეგ დაიწყოთ გადახდაზე ფიქრი.

ოპტიმო არ მოითხოვს პირველად ინვესტიციას ბიზნესებისგან, მარაგების მართვის პროგრამით სარგებლობისთვის მხოლოდ 40 ლარის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად, საქმე კი ბევრად შეგიმსუბუქდებათ, ხოლო ბიზნესი დაიწყებს სვლას წარმატებისკენ.