რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდინარე ენგურზე, განმუხური-დარჩელის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდინარე ენგურზე, განმუხური-დარჩელის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა.

განახლებული ინფრასტრუქტურა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ დაათვალიერეს.

ხიდის მშენებლობის პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა და მისმა ღირებულებამ 3 მილიონი ლარი შეადგინა, ახალი ხიდის სიგრძე 150 მეტრამდეა.

"დასრულდა ენგურზე გამავალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომელიც აკავშირებს დარჩელისა და განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულებს. აღსანიშნავია, რომ ადრე არსებული ხიდი რკინის კონსტრუქციით იყო ამორტიზებული და სერიოზულ საფრთხეს ქმნიდა, ხოლო ახალი ხიდი არის ორზოლიანი, რომელიც მოიცავს საფეხმავლო ბილიკებს ორივე მხარეს და ამ მშენებლობით ჩვენ გადავწყვიტეთ უმნიშვნელოვანესი საავტომობილო ინფრასტრუქტურული პრობლემა, რომელიც აწუხებდა არა მარტო ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ ვიზიტორებსაც, ვინაიდან ეს გახლავთ საკურორტო ზოლი და აქედან გამომდინარე ჩვენს მოსახლეობას და ვიზიტორებს აქვთ საშუალება კომფორტულად იმგზავრონ" - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად გრძელდება ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. ამჯერად ვიმყოფებით განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც დასრულდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდის მშენებლობა. ხიდის პარამეტრები სრულად აკმაყოფილებს იმ მობილობის სიმძლავრეებს, რომელიც ხორციელდება ზუგდიდიდან-განმუხურის მიმართულებით"-აღნიშნა მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

აქამდე არსებული ხიდი ავარიული იყო, რაც ადგილობრივებსა და ტურისტებს გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.