რეკლამა
ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერები გამოცხადდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რამდენიმე გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა.

გზების სამშენებლო სამუშაოები ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდება და 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

გზები რეაბილიტირდება:

Ø ერგეტაში - ერგეტას ცენტრიდან ბუის გავლით დიდგვიმარას უბნამდე.

Ø ნარაზენში - საკალანდიოს უბანში.

Ø ჯიხაშკარში - სობოგასა და საშენგელიოს უბანში.

Ø ნაწულუკუში - ცენტრალური გზიდან სასაფლაომდე მისასვლელი საავტომობილო გზა.

Ø განმუხურში - ი.ჭავჭავაძის, ცოტნე დადიანის და კ.გამსახურდიას ქუჩები (ჭავჭავაძის ქუჩა).

Ø შამგონაში - ნაფატუს უბანში.

Ø ზუგდიდში-თაბუკაშვილის ქუჩიდან დევნილების მრავალსართულიან დასახლებამდე მონავეთის და ამ მონაკვეთიდან შ. ქირიას ქუჩის გადაკვეთამდე, ც. დადიანის ქუჩის I შესახვევი (იონა მეუნარგიას ქუჩიდან თეატრის ქუჩის პირველ შესახვევამდე), თეატრის ქუჩის I შესახვევი (ც. დადიანის ქუჩის კვეთამდე), ც. დადიანის ქუჩის (ც. დადიანის I შესახვევიდან თეატრის ქუჩის კვეთამდე, წრიულამდე), ლაზის ქუჩის (რუსთაველის ქუჩიდან ც. დადიანის ქუჩის I შესახვევამდე) და თეატრის ქუჩის ჩიხის მონაკვეთები, ხერგიანის ქუჩა ჩიხით, გრიბოედოვის ქუჩა და დ.თავდადებულის ჩიხი .

Ø გზა რეაბილიტირდება 8 მარტის, კუბის, ქორთუას, ჟორდანიას ქუჩის და მასთან დაკავშირებულ ჩიხში.

Ø მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში- ფირცხელავას ქუჩაზე საავტომობილო გზა.

ბოლო წლების განმავლობაში, ზუგდიდში 120 ქუჩაზე მეტი რეაბილიტირდა.