რეკლამა
ტრენაჟორების ფართო არჩევანი Extra.ge-ზე
ჭარბი წონა XXI საუკუნის პრობლემაა, მასთან საბრძოლველად შექმნილი და გამოგონილია უამრავი სახელობითი თუ უსახელო დიეტები, ე.წ. სწორი კვებები, რომელიც გარკვეულ პერიოდში იძენენ აქტუალობას, მაგრამ არცთუ ისე დიდი დროის შემდეგ უკვალოდ ქრებიან. კვლევებისა და მრავალწლიანი უშედეგო დიეტების შემდეგ, ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ვარჯიში არის ყველაზე ეფექტური და საუკეთესო გზა როგორც ფორმაში ჩასადგომად, ისე ჯანმრთელობისთვის.

რა ტიპის ტრენაჟორების შეძენა შეგიძლიათ?

აჩქარებული ცხოვრების რიტმის ფონზე, როცა ადამიანებს თითოეული წუთიც კი გაწერილი აქვთ და ოჯახის წევრების ნახვაც ხანდახან სანატრელი უხდებათ, სავარჯიშოდ დარბაზში სიარული მარტივად მოსახერხებელი არ არის.

ალბათ ხშირად გსმენიათ ნატვრა, სახლში რომ ტრენაჟორები მქონდეს, მოვახერხებდი და გამოვყოფდი იმ 20-30 წუთს სავარჯიშოდ.. ჰოდა, აი ზუსტად ახლაა ის დრო, როცა ტრენაჟორის შეძენა თქვენი სილამაზის, თავდაჯერებულობისა და ჯანმრთელობისთვის უნდა "გაბედოთ".

ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლი Extra.ge ტრენაჟორების საუკეთესო არჩევანს გთავაზობთ: სარბენი ბილიკი, ველოტრენაჟორი, ფიტნეს ტრენაჟორი პრესისთვის, ან პრესის გორგოლაჭი, გასაშლელი ტურნიკი, კომპლექსური ტრენაჟორი - მკლავებისთვის, ფეხებისთვის, მკერდისთვის და სხვა მრავალი. ტრენაჟორები Extra-ზე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეარჩიოთ, იყიდოთ ან განავადოთ და მშვიდად დაელოდოთ შენაძენს.

პირველ დღეებში შესაძლოა გაგიჭირდეთ "ახალ მეგობართან " შეგუება, მაგრამ ნელ-ნელა ისე მიეჩვევით, რომ მის გარეშე გაძლება რთულად წარმოსადგენი გახდება. ვარჯიშს რომ დაიწყებთ, პარალელურ რეჟიმში სწორი კვებით თუ შეუწყობთ ხელს, წონის პრობლემა სამუდამოდ დაგავიწყდებათ. გარდა ამისა, სიმძიმის შეგრძნება, დაღლილობა, ხერხემლის ტკივილი ნამდვილად ცუდ მოგონებად დარჩება.

სასურველ წონას რომ მიაღწევთ, შემდეგ ფორმის შენარჩუნებისა და ძველ რეჟიმზე დაბრუნების შიშის გამო არ უნდა შეწყვიტოთ ფიზიკური აქტივობა. ახალ- ახალი მიზნების დასასახად, თანამედროვე ტრენდები დაგეხმარებათ. ალბათ, ცოტა რამეა ისეთი, რაც დასახული მიზნის სისრულეში მოყვანის სიამოვნებას შეედრება.

რა უპირატესობა აქვს ტრენაჟორების ონლაინ შეძენას?

როცა ნივთს ონლაინ არჩევთ, ბუნებრივია ზოგავთ იმ დროს და ენერგიას, რაც შერჩევასა და შეძენაში უნდა დაგეხარჯათ, ამასთან ამ პროცედურებს გადიხართ მაშინ, როცა თქვენ გსურთ 24/7-ზე, ონლაინ მაღაზიის "კარი" სულ ღიაა და ნებისმიერი დრო ხელსაყრელია შენაძენის გასაკეთებლად. დროის დეფიციტი ვახსენეთ და არ იფიქროთ, რომ ექსტრაზე შეძენილი ნივთის ტრანსპორტირება თქვენი საზრუნავია. ექსტრას კურიერები უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ყველგან სადაც საქართველოა, მოგიტანენ შეძენილს ნივთს.

ეს ერთი და სხვა მრავალი - ექსტრაზე ყოველთვის იპოვი რაც გაგიხარდება.