რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მედპერსონალს და მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში უფასოდ მოემსახურება
ძვირფასო თანაქალაქელებო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში აქტიურადაა ჩართული და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს თითოეულ მოქალაქეს, რათა დროულად მოხდეს იმუნიზაცია.

სწორედ ამ მიზნით, დღეიდან, 14 აგვისტოდან, ყოველდღე, დილის 09:00 საათიდან, ზ.გამსახურდიას გამზირი N31-თან მდებარე (საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისის ტერიტორიიდან) გაჩერებიდან უზრუნველყოფს მედპერსონალისა და მოქალაქეების უფასო ტრანსპორტირებას რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

მედპერსონალის საყურადღებოდ, ავტობუსი ყოველ დილით მოგემსახურებათ შემდეგი მარშრუტით: იქკ უნივერსიტეტის შენობიდან 8:30სთ; საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისის წინ გაჩერებიდან 09:00სთ - რუხის მიმართულებით.

უკუმიმართულება რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ზუგდიდის მიმართულებით 19:00სთ.

იმუნიზაციის კაბინეტებში, ასაცრელად მიმავალ მოქალაქეებს შემოგთავაზებთ ქვემოთ ჩამოთვლილ გრაფიკს: საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისის წინ 10:00სთ; 12:00სთ; 14:00სთ; 16:00სთ; 18:00სთ.

უკუმიმართულება 11:00სთ; 13:00სთ; 15:00სთ; 17:00სთ; 19:00სთ.

დაჯავშნე ვიზიტი ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge