რეკლამა
როგორ გადავიხადოთ უცხოური ბანკის ბარათებით თიბისი ფეიზე
გქონიათ მომენტი, როდესაც უცხოეთში ყოფნისას საქართველოში რაიმეს გადახდა დაგჭირვებიათ - დავიწყებული კომუნალურის გადახდა, ახლობლისთვის მობილურის ბალანსის შევსება ანდაც იუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობა? ამიერიდან საზღვარგარეთიდან საქართველოში გადახდების შესრულება ძალიან მარტივი იქნება. თიბისი ფეის პლატფორმაზე ყველა მნიშვნელოვან სერვისს უცხოური ბანკის ბარათებითაც გადაიხდით.

რისი გადახდა გსურთ?

თიბისი ფეის ონლაინ პლატფორმაზე გადახდების შესრულება მარტივი და მოსახერებელია. მოძებნეთ ვებგვერდზე განყოფილება "გადაიხადე უცხოეთიდან". აქ ყველა ის სერვისი, რომელთაც უცხოური ბანკის ბარათით გადაიხდით, ერთ გვერდზეა თავმოყრილი. ამ დროისათვის შესაძლებელია ყველაზე საჭირო და ყოველდღიურად აუცილებელი სერვისების დაფარვა, რომელთა ჩამონათვალიც არც ისე მცირეა.

მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული კატეგორია კომუნალური გადახდებია, სადაც ერთ ადგილას, ერთ სივრცეში შეძლებთ დაფაროთ ელ. ენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის და დასუფთავების დავალიანება. აქ წარმოდგენილია როგორც დედაქალქში, ასევე რეგინოებში მოქმედი სერვის-პროვაიდერები. გარდა ამისა, აქვე ნახავთ დეველოპერული კომპანიების მიერ შექმნილ ახალ საცხოვრებელ უბნებსაც - მ2, სახლის კიკვიძის ბაღთან, ოპტიმა ისანი, დარ ბილდინგი და სხვა. მათი ყოველთვიური მომსახურების თანხის გადასახდელად უცხოური ბარათით რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ.

აქვე შეძლებთ სატელეკომუნიკაციო სერვისების გადახდას, სადაც წარმოდგენილია ინტერნეტის, ტელეფონის და ტელევიზიის სერვის-ოპერატორები. კომუნალური გადახდების მსგავსად, აქაც შეძლებთ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მოქმედი კომპანიების სერვისების საფასურის დაფარვას. ამ კატეგორიაში შეხვდებით საკაბელო ტელევიზიებსაც.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კატეგორია ფინანსური სერვისებია. ამ განყოფილებაში ერთიანდება საბანკო სექტორი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო კომპანები და პრობლემური აქტივების ბიუროები. თუ თქვენ ყოველთვიურად საკრედიტო ან სადაზღვევო თანხის გადახდა გიწევთ, ამიერიდან ამ ყველაფერის გადახდას უცხოეთიდანაც შეძლებთ.

საზღვარგარეთ დროებით ან ხანგრძლივი ვადით წასულ საქართველოს მოქალაქეებს კი ძალიან ხშირად სახელმწიფო სერვისებით უწევთ სარგებლობა. ამიერიდან ემიგრანტებს მარტივად, თიბისი ფეის ციფრულ პლატფორმაზე ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ და გადაიხადონ ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ორგანიზაციების სერვისების საფასური, როგორიცაა საჯარო და სამოქალაქო რეესტრი, აღსრულების ეროვნული ბიურო, თბილისის არქიტექტურის სამსახური, პრობაციის ეროვნული სააგენტო და სხვ. აქვე შესაძლებელია საპატრულო ჯარიმის გადახდაც. ამისათვის ქვითრის ნომრის ცოდნა დაგჭირდებათ.

თიბისი ფეის მეტი სიმარტივისთვის

იმისათვის, რომ გადასახადების გადახდა მოკლე, იოლი და სასიამოვნო პროცესი იყოს, შეგიძლიათ თიბისი ფეის სხვადასხვა სასარგებლო ფუნქცია გამოიყენოთ. სისტემაში რეგისტრაციას სულ ერთი წუთი სჭირდება, ამის შემდეგ კი თქვენ შეძლებთ:

• შექმნათ ხშირად გამოყენებული სერვისების შაბლონები. ამით კიდევ უფრო დაზოგავთ დროს და გაიმარტივებთ გადახდის პროცესს. შაბლონებით სარგებლობისას აღარ მოგიწევთ სააბონენტო ნომრების თუ სხვა საჭირო ინფორმაციის ყოველ ჯერ ხელახლა შეყვანა.

• შეძლებთ დაამახსოვროთ და საჭიროების შემთხვევაში ამობეჭდოთ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

• პირად კაბინეტში თქვენთვის მუდმივად იქნება ხელმისაწვდომი ტრანზაქციების ისტორია, სადაც ნებისმიერ დროს ნებისმიერი გადახდის შესრულების მოძიებას შეძლებთ.

• შეგიძლიათ პირად ანგარიშს მიაბათ თქვენი საბანკო ბარათი და ამით გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაიმარტივოთ.

და რაც მთავარია, თიბისი ფეის გამოყენებისას თქვენ ისარგებლებთ მისი მთავარი უპირატესობით - ეს არის გადახდების სისწრაფე და მომენტალურობა. თქვენს მიერ შესრულებული ტრანზაქციები დაუყოვნებლივ აისახება მიმღები ორგანიზაციის ბალანსზე, შაბათ-კვირების და უქმე დღეების ჩათვლით.