რეკლამა
ზუგდიდის ცენტრში იმუნიზაციის პუნქტი გაიხსნა
დღეიდან ზუგდიდში, რუსთაველის N89 - ში (ყოფილი იმპექსის შენობა) "კოვიდ 19" საწინააღმდეგო ვაქცინაციის პუნქტი გაიხსნა.

მოქალაქეებს რომლებსაც "კოვიდ 19" საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სურთ, ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე, მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ იმუნიზაცია.

ვაქცინაციის პროცესს ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან, მის პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად გაეცნო.

ცენტრი აღჭურვილია იმუნიზაციისთვის არსებული ყველა საჭირო და სავალდებულო მოთხოვნით.

ვაქცინაციის პროცესში ჩართულნი არიან სპეციალურად გადამზადებული სამედიცინო ჯგუფი.

მოქალაქეები აიცრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით.