რეკლამა
ფოთის მერიის და თიბისის თანამშრომლობით, ფოთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდა ბარათებით იქნება შესაძლებელი
დღეიდან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბარათებით გადახდა უკვე ფოთშიც იქნება შესაძლებელი. მგზავრები გადახდას შეძლებენ, როგორც ფოთის სატრანსპორტო ბარათით, ისე თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.

ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია ფოთში მდებარე თიბისის ფილიალებში, ასევე, ფოთის სავაჭრო ქსელურ ობიექტებში: ,,სპარი"" და ,,ბევერლი ჯგუფი"". სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან.

ფოთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასური ბარათით გადახდის შემთხვევაშიც უცვლელია და ის 50 თეთრი ეღირება.

დეტალური ინფორმაცია ბარათებით მგზავრობის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/transport-poti