რეკლამა
Extra.ge - შეიძინე სასკოლო ნივთები ონლაინ
პანდემიამ ონალინ შოპინგი მოკლე დროში ძალიან პოპულარული გახადა. შესაბამისად ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ბევრი ციფრული მაღაზია, განსხვავებული შეთავაზებებით, ფასებითა და მომსახურებით.

თუმცა, ინტერნეტ მაღაზია, რომელიც თავის თავში აერთიანებს 550-ზე მეტი პარტნიორი მაღაზიის 100 000-ზე მეტ პროდუქტს, გამოირჩევა სწრაფი მიწოდების სერვისით, ონლაინ კონსულტანტის მომსახურებით და ნამდვილად ხელმისაწვდომი ფასებით არის - Extra.ge. 

ნებისმიერი ინტერესის ადამიანი იპოვის ექსტრაზე იმას, რაც გაუხარდება. სასურსათო პროდუქცია, ყველაფერი სილამაზისთვის, ავტომობილის აქსესუარები, ბავშვისთვის საჭირო საკვები თუ ნივთები, საოჯახო ტექნიკა, მობილურები, ლეპტოპები და სხვა მრავალი შეგიძლიათ შეიძინოთ ექსტრაზე ხარისხის სრული გარანტიით.

ლეპტოპები ვახსენეთ და აქვე უნდა აღინიშნოს მათი როლი პანდემიით გამოწვეულ სასწავლო პროცესში. 2 წელია მოსწავლე - მასწავლებლებს უცნაურ რეალობაში უწევთ გაკვეთილების ჩატარება - მოსმენა, მერხის ნაცვლად ახლა ამ პროცესის წარმართვისათვის ლეპტოპი გახდა საჭირო.

იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი რა ფორმით გაახლდება 2021-2022 სასწავლო წელი, ლეპტოპიც ისეთივე აუცილებელი გახდა, როგორც რვეული, პენალი, კალამი და.ა.შ. თუ თვლით, რომ საჭიროა შეცვალოთ ძველი ახლით, ონლაინ მაღაზია Eხტრა.გე გთავაზობთ ლეპტოპების დიდ არჩევანს მისაღები ფასებითა და გარანტიით.

ახლოვდება სასწავლო წელი, რომელსაც თან ახლავს წინა სასკოლო სამზადისი. საკანცელარიო ნივთები - რვეულები, კალმები, ფანქრები, ბლოკნოტები მოსწავლეებს მრავლად სჭირდებათ. თუ დაწყებითი კლასის მოსწავლე გყავთ სახლში, ამას ფანქრები, ფლომასტერები, ფერადი ფურცლები, სახატავები და გასაფერადებლები ემატება. სასკოლო ნივთების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, ამიტომ უმჯობესია, ისეთ ინტერნეტ მაღაზიაში იყიდოთ საჭირო ნივთები, რომელსაც სწრაფი მიწოდების სერვისი და ხელსაყრელი ფასები აქვს.

რატომ Extra.ge?

ზემოხსენებულ კრიტერიუმებს ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლი Extra.ge.  აკმაყოფილებს. ექსტრაზე წარმოდგენილია საკანცელარიო ნივთების, პენლების, სკოლის ჩანთების დიდი არჩევანი, რომელიც გათვალისწინებულია, როგორც დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, ასევე თინეიჯერებისთვის.

მისაღები ფასები და მიწოდების უფასო სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ექსტრაზე შოპინგს, 31 აგვისტომდე თუ შეიძენთ ექსტრაზე და გადაიხდით Mastercard -ით, თანხის 30% ექსტრას ბალანსზე დაგიბრუნდებათ.

კორონავირუსით დაინფიცირებულთა მაჩვენებლის ყოველდღიური მატების ფონზე, ნამდვილად არ ღირს მაღაზიებსა თუ სპეციალურად მოწყობილ სასკოლო ბაზრობებზე გასვლა, მაშინ როცა შესაძლებელია, მისაღებ ფასად სახლიდან გაუსვლელად, შეიძინოთ ყველაფერი რაც გაგიხარდებათ.