რეკლამა
შეღავათიანი აგრო სესხი აგრო ტექნიკისთვის ტერაბანკისგან
FaceBook Twitter
E-mail Print
ამიერიდან დაინტერესებულ პირებს სასოფლო- სამეურნეო ტექნიკის შეძენა ტერაბანკის შეღავათიანი აგრო კრედიტით შეეძლებათ.

ბანკი სოფლის განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში უკვე ჩაერთო და მასში მონაწილე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს აგრო კრედიტით სარგებლობას შესთავაზებს. პროგრამის ფარგლებში, სააგენტო მსურველებს გრანტის სახით თანხის 30%-35%-ს გამოუყოფს, დანარჩენილ ნაწილს ტერაბანკი შეღავათიანი აგრო კრედიტით დააფინანსებს, ამ თანხის წლიური პროცენტის 8%-ს კი 48 თვის განმავლობაში სახელმწიფო დამატებით დააფინანსებს.

აღსანიშნავია, რომ ტერაბანკი მსესხებლებს მოქნილ გრაფიკსაც შესთავაზებს. შეღავათიანი აგრო კრედიტით სარგებლობა ბანკის როგორც არსებულ, ისე ახალ მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეეძლებათ.

"აგრო ტექნიკის შეძენა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ვფიქრობთ, პროგრამა ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება ამ სექტორში დასაქმებული ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის. მოხარულები ვართ, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის გაზრდაში ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას", - აცხადებენ ტერაბანკში.

პროგრამაში მონაწილეობისთვის მსურველებს სამი ეტაპის გავლა მოუწევთ. პირველი ეტაპი, რომელიც რეგისტრაციას გულისხმობს, 1 სექტემბერს, 12:00 საათიდან, www.rda.gov.ge - ზე დაიწყება. 

მეორე ეტაპი სტარტს 15 სექტემბერს, 12:00 საათიდან აიღებს და ამ დროიდან პროგრამაში უკვე განაცხადების წარდგენაც გახდება შესაძლებელი, დოკუმენტაციის ატვირთვას კი მონაწილეები 20 სექტემბერს, 00:01 საათიდან შეძლებენ. თითოეული ეტაპის დაწყებამდე www.rda.gov.ge - ზე
გამოქვეყნდება ვიდეო ინსტრუქციები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს მათ გავლას გაუმარტივებს.

პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. მის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გაცნობა სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი: https://bit.ly/2XVeMQm .

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ზუგდიდის ფილიალს მისამართზე: თაბუკაშვილის N1 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.