რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილზე ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილზე ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად ამცრელი ჯგუფი სოფელ ჩხორიაში იმყოფებოდა.

სოფლებში ვაქცინაცია ადგილზე რეგისტრაციითაა შესაძლებელი. ამბულატორიები, სადაც აცრა მიმდინარეობს აღჭურვილია იმუნიზაციისთვის არსებული ყველა მოთხოვნით.

ვაქცინაცია სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინითაა შესაძლებელი.

,,კოვიდ 19" საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამატებითი სივრცე ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხსნა, სადაც მოსახლეობას ადგილზე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლია იმუნიზაცია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ვაქცინაცია უკვე 25 ამცრელ დაწესებულებაშია შესაძლებელი. გარდა ამისა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედებს მობილური ჯგუფები, რომლებიც სოფლებში ადგილზე ვაქცინაციას ახდენენ.

Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.