რეკლამა
Area.ge - შეაფასე უძრავი ქონება სწრაფად და მარტივად
FaceBook Twitter
E-mail Print
სანამ განცხადებას უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ შესაბამის პლატფორმაზე განათავსებთ, რამდენიმე მნიშნელოვანი პროცედურაა გასავლელი. პირველ რიგში უნდა მოწესრიგდეს და გამზადდეს ფართი იმისთვის, რომ მოხდეს ქონების ვიზუალიზაცია.

თუ არ გაქვთ დრო, ან ვერ ახერხებთ დაასუფთაოთ ქონება, უძრავი ქონების პლატფორმა Aრეა.გე გთავაზობთ დასუფთავების სერვისს. მოთხოვნის შესაბამისად შეირჩევა საჭირო ტექნიკა, კადრები და წინასწარ განსაზღვრულ დროში ჩაგბარდებათ დალაგებული სახლი.

დალაგების შემდეგ უკვე შესაძლებელია მიიღოთ არეას ფოტოგრაფთა გუნდი, რომელიც გადაიღებს აღქმად და ნათელ ფოტოებს, იმისთვის, რომ მიმზიდველად იქნეს წარმოჩენილი ქონება პლატფორმაზე, ასევე შესაძლებელია ისარგებლოთ 3დ ტურით, რომელიც დაეხმარება მაძიებელს დაათვალიეროს გასაყიდი ქონების არამხოლოდ ინტერიერი, არამედ სადარბაზო, ექსტერიერი, გეგმარება, ოთახის განლაგება და.ა.შ.

გარდა ამისა, არეას აქვს სერვისი ქონების შეფასება, რომელიც ეხმარება, როგორც ქონების გაყიდვით დაინტერესებულ პირს, ასევე მაძიებელს, გაიგოს კონკრეტული ქონების რეალური საბაზრო ღირებულება.

შეფასება - ასეა წარმოდგენილი პლატფორმაზე სერვისი, რომელიც სამ სხვადასხვა კატეგორიის შეფასების სისტემას გთავაზობთ:

თუ გსურთ, რომ წარმოდგენა შეგექმნათ გასაყიდი ან შესაძენი ქონების ღირებულებაზე - ამ შემთხვევაში საუკეთესოა უფასო სერვისი საორიენტაციო შეფასება. შეავსეთ უკვე შერჩეული ქონების შესაბამისი კრიტერიუმები და პლატფორმაში ჩაშენებული კალკულატორი დაგითვლით უძრავი ქონების მიახლოებით ღირებულებას მსგავსი განცხადებების მიხედვით.

შერჩეული ქონების რეალური საბაზრო ღირებულების გასაგებად ეფექტურია სარეკომენდაციო შეფასება. სულ რაღაც 19 ლარად, განაცხადის გაკეთებიდან 4 საათში, ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის დასკვნას.

თუ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი გჭირდებათ უნდა ისარგებლოთ სერვისით - პროფესიონალური შეფასება. განაცხადის გაკეთებიდან 1 დღეში, ელ.ფოსტის მისამართზე მიიღებთ საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული ქონების ანალიზზე დაყრდნობით შედგენილ, სრულფასოვან დოკუმენტს. პროფესიონალური შეფასების ღირებულება 49 ლარია.

რა ტიპის უძრავი ქონების შეფასებაა შესაძლებელი?

არეას პრემიუმ სერვისით "შეფასება" შესაძლებელია გაიგოთ ნებისმიერი ტიპის უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება. არ აქვს მნიშვნელობა რას ეძებთ - სახლს, აგარაკს, მიწის ნაკვეთს, ოფისს, კომერციულ ფართს - არეას დახმარებით შესაძლებელია მოხდეს ნებისმიერი მათგანის შეფასება. თქვენ უნდა შეარჩიოთ რომელი ტიპის შეფასებაა მისაღები იმ კონკრეტულ შემთხვევაში და არეა დაგეხმარებათ მიიღოთ დაზუსტებული ინფორმაცია.

არეას პრემიუმ სერვისები შექმნილია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პროცესების გასაუმჯობესებლად.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.