რეკლამა
ასოციაციამ „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ფორუმი გამართა
FaceBook Twitter
E-mail Print
მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, ასოციაციის - "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ორგანიზებით ჩატარდა ფორუმი ონლაინ ფორმატით, ზუმ პლათფორმის გამოყენებით. ფორუმი გაიმართა პროექტის "ეფექტური საჯარო მმართველობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში" ფარგლებში.

პროექტი განხორციელდა ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან IDFI პარტნიორობით.

პროექტი გულისხმობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რვა მუნიციპალიტეტსა და ერთ თვითმმართველ ქალაქში ელექტრონული სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას საჯარო მმართველობის (PAR) მონიტორინგის მასშტაბების გაფართოების გზით და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით.

პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო რეფორმის პროგრესის შეფასებას, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააცნობიერა რეფორმის გავლენა და მისი განვითარება თავიანთ მუნიციპალიტეტებში.

პროექტმა გაზარდა სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობადა შესაძლებლობები რეგიონში.

ფორუმს ესწრებოდნენ პროექტში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები:

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი",

"მეწარმე ქალთა ფონდი",

პედაგოგთა კავშირი "განათლება და სამყარო",

ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია",

იგპ ქალთა ასოციაცია "თანხმობა",

ასოციაცია "თოლისკური",

ასოციაცია "დიოსკურია",

სარეაბილიტაციო ცენტრი "თანაზიარი"

და სამეგრელო ზემო სვანეთის რვა მუნიციპალიტეტის და ერთ თვითმმართველი ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ფორუმის მუშობაში მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის პროექტების კოორდინატორმა სალომე საღარაძემ.

პროექტში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ფორუმის მონაწილეებს წარუდგინეს მცირე პრეზენტაციები და ჩამოაყალიბეს მათ მიერ შემუშავებული მიგნებები და რეკომენდაციები. ასევე დისკუსიაში ჩერთო თითოეული მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგლენელი.

ასოციაციის ხელმძღვანელმა, ქრისტინა კილანავამ აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელებით მათ მხარი დაუჭირეს საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) შესახებ ცნობიერების ამაღლებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში და პარტნიორი ორგანზიაციების მიერ შემუშვებული რეკომენდაციებით ხელი შეუწყვეს საჯარო მმართველობის რეფორმის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის შემდგომ დახვეწას და გაუმჯობესებას.

პროექტის განხირციელების შედეგად მოხდა საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მონიტორინგის მასშტაბების გაფართოება, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების კომპეტენციის ამაღლება რეგიონში და მათი ეფექტურ თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.