რეკლამა
ზუგდიდში სასწავლო ცენტრი „მესიაკონი“ გაიხსნა
დღეს ზუგდიდში, კოსტავას ქუჩა #3-ში, სასწავლო ცენტრი "მესიაკონი" გაიხსნა. ცენტრი გთავაზობთ კომპლექსურ საგანმანათლებლო პროგრამას მოსწავლეებისთვის, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით.

გარდა იმისა, რომ თქვენი პატარები სრულად მოამზადებენ სასკოლო გაკვეთილებს, გაძლიერებულად შეისწავლიან ინგლისური ენის გრამატიკას და მათემატიკას, წაკითხული ტექსტის გააზრებას, თავისუფალი თემის და ესსეს წერის ხელოვნებას. გაიუმჯობესებენ საპრეზენტაციო, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარ-ჩვევებს.

სასწავლო ცენტრი აღჭურვილია ყველა იმ საჭირო ინვენტარით და ტექნიკით, რაც აუცილებელია თანამედროვე სწავლების მეთოდების პრაქტიკაში განსახორციელებლად. პროგრამაში ჩართულია როგორც სმენითი, ასევე ვიზუალური სასწავლო მასალა.

ცენტრი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, იზოლირებულ, კომფორტულ და ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოში. მოსწავლის რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სასწავლო ცენტრის Facebook გვერდს: https://www.facebook.com/Mesiakoni, ან დაუკავშირდეთ მობილურის ნომერზე: 597 02 44 87.