რეკლამა
როგორ მოვითხოვოთ იპოთეკური სესხი ონლაინ ბინის შესაძენად?
FaceBook Twitter
E-mail Print
ჩვენს ქვეყანაში სახლის შეძენა მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა საბანკო სექტორის ჩართულობითა და დეველოპერული კომპანიების მზაობით, შესაძლებელია ბინის/სახლის ყიდვა იპოთეკური სესხის დახმარებით, რაც ნამდვილად კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს საკუთარი სახლი.

სანამ იპოთეკური სესხის აღებაზე მიდგება საქმე, პირველი ეტაპი ისეთი ქონების შერჩევაა, რომელიც დააკმაყოფილებს ოჯახის ყველა წევრის გემოვნებასა და მოთხოვნილებას. ქონების შესარჩევად საუკეთესო პლატფორმა არის უძრავი ქონების ყველაზე დიდი საიტი - area-ს.

არეაზე წარმოდგენილია გასაყიდი ქონების შესახებ არსებული განცხადებების უპრეცედენტო რაოდენობა. პლატფორმა იძლევა საშუალებას, ბინა მოძებნოთ სასურველ ქალაქსა თუ უბანში. საძიებო ფილტრის საშუალებით მონიშნავთ თქვენთვის მისაღებ ქალაქს, უბანს, ან სხვა მახასიათებელს, მაგალითად, ფართს, ოთახების რაოდენობას, სართულს და.ა.შ. და არეა შემოგთავაზებთ ზუსტად თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ ქონებას.

ბინის მოძებნის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია ონლაინ შეავსოს განაცხადი იპოთეკური სესხის მოთხოვნის შესახებ. აქამდე თუ საჭირო იყო, მრავალეტაპიანი პროცედურების გავლა და უამრავი საბუთის წარდგენა ბანკში, რათა დაგეფიქსირებინათ განაცხადი იპოთეკური სესხის შესახებ, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა და არეას საიტიდან დისტანციურადაა შესაძლებელი იპოთეკური სესხის მოთხოვნა.

არეაზე წარმოდგენილ ნებისმიერ განცხადებას ჩაშენებული აქვს იპოთეკური სესხის მოთხოვნის ფუნქციონალი, რომელიც დეტალურად აწვდის დაინტერესებულ პირს ინფორმაციას სესხის შესახებ, აპლიკაციის პირადი ინფორმაციით შევსების შემდეგ კი ფიქსირდება მოთხოვნა ბანკში სესხის თაობაზე, ფილიალში მისვლის გარეშე.

რა არის საჭირო სესხის მისაღებად?

როგორც წესი, იპოთეკური სესხის მიზნობრიობას წარმოადგენს უძრავი ქონების შეძენა, მშენებლობა ან რემონტი. ამ ტიპის სესხის აღება გულისხმობს ქონების იპოთეკით დატვირთვას. შესაძლებელია იპოთეკით დაიტვირთოს როგორც უკვე მფლობელობაში არსებული ქონება, ისე ახალი ქონება, რომლის ყიდვასაც მაძიებელი იპოთეკური სესხით აპირებს.

იპოთეკური სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე არ გაიცემა, თუმცა შემოსავლების დადასტურება არ ნიშნავს მხოლოდ ოფიციალურად დარიცხული ხელფასის არსებობას. შესაძლებელია, სესხის მოთხოვნისას, შემოსავლების დამადასტურებლად წარმოადგინოს ფულადი გზავნილების, ჩარიცხვებისა ან/და გადახდების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

საქართველოში იპოთეკური სესხი ძირითადად გაიცემა ლარში, დოლარში ან ევროში. თუმცა ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე შესაძლებელია იპოთეკური სესხის განსხვავებულ უცხოურ ვალუტაში აღება. დღეის მდგომარეობით იპოთეკური სესხი დაბალ პროცენტში გაიცემა ევროში.

იპოთეკური სესხით დაინტერესების შემთხვევაში, წინასწარი შენატანის, ყოველთვიური შენატანის მოცულობისა და ვადის დაანგარიშებისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საიტზე ჩაშენებული სესხის გადათვლის ფუნქციით. მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ, ბანკის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ, დააზუსტებს დეტალებს და დაიწყებს სესხის გაცემის პროცედურას.

თუ ბინის ყიდვა იპოთეკური სესხის დახმარებით გაქვთ დაგეგმილი, დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიე area-ს იპოთეკური სესხის გვერდს.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.