ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ტრადიციულად, საახალწლოდ,
500 ბენეფიციარს სასაჩუქრე კალათებს გადასცემს.
მერიისგან სასაჩუქრე კალათები მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა
დედებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს,
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, უფასო სასადილოსა და სოციალური
საცხოვრისის ბენეფიციარებს გადაეცემათ.

მერიასთან ერთად, სასაჩუქრე კალათებს მრავალშვილიან ოჯახებს,
მარტოხელა მშობლებსა და დედ-მამით ობლებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ჩიქოვანის ბიუროც გადასცემს.
ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა და ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ აღნიშნული სასაჩუქრე კალათები
დღეს ოთხ მრავალშვილიან ოჯახს გადასცეს.