რეკლამა
ზუგდიდში პირველად „ქალთა ოთახი“ დაფუძნდება
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში, პირველად მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "მერსი ქორფსის" ფინანსური მხარდაჭერით, საკონსულტაციო სივრცე "ქალთა ოთახი" დაფუძნდება.

"ქალთა ოთახი" იქნება სივრცე, რომელიც ორიენტირებული იქნება, ქალთა და გოგონათა მხარდაჭერაზე, ეკონომიკურ გაძლიერებაზე, უნარ-ჩვევების ამაღლებაზე (მათ შორის პროექტების წერაზე, გრანტის მოძიება) და დასაქმების ხელშეწყობაზე.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "მერსი ქორფსი"-ს წარმომადგენლებთან, დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

მამუკა წოწერიამ შეხვედრაზე, "ქალთა ოთახი" -ს სივრცის მნიშვნელობაზე ისაუბრა: "საკმაოდ ძლიერი პროექტი გვექნება "ქალთა ოთახის" სახით, მითუმეტეს, როდესაც ეკონომიკურ გაძლიერებაზეა საუბარი, ეს არი უკვე სისტემური რეფორმა. ჩვენი მიზანი და ფუნქცია არის, რაც შეიძლება მეტი ეკონომიკურად ძლიერი და სოციალურად მყარი ოჯახები გვყავდეს. ჩვენი გამოცდილებით მაქსიმალურად ჩავერთვებით, თუნდაც იმ მიმართულებით," - აღნიშნა შეხვედრაზე მერმა, მამუკა წოწერიამ.

აღნიშნული სერვისი იფუნქციონირებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის, სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.